- პეტერ ზაიზენბახერის კიევში დაკავების კადრები [VIDEO]
თუმცა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ექსტრადიციის საქმე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას krone.at, ზაიზენბახერის ადვოკატზე ბერნხარდ ლეხოფერზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 57 წლის ავსტრიელის ექსტრადაცია სექტემბერში იგეგმება.
ზაიზენბახერს ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში შარშან ოქტომბერში წაუყენეს. საქმე 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება, რა დროსაც პეტერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ
ცნობილი ძუდოისტი ბოლო დროს მწვრთნელად აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1984 წელს ლოს-ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა.