ევროპის ჩემპიონატი: ზურაბ დათუნაშვილი ჩემპიონია!

AutoSharing Option
7 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საჭიდაო დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (80) ევროპის ჩემპიონი გახდა.

დათუნაშვილმა ფინალში რაძიკ კულიევს ანგარიშით 4:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. წინა წელს მან 75 კგ-ში იმარჯვა, წელს კი - 80 კგ-ში.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ჩვენებურმა ბულგარელ დანიელ ტიჰომიროვ ალექსანდროვს 3:2 მოუგო. მეოთხედფინალში დათუნაშვილმა ჩეხ პეტრ ნოვაკს 8:0 სძლია, ნახევარფინალში კი რუსი ადლან აკიევი 2:1 დაამარცხა.

რაც შეეხება სხვა მოჭიდავეებს, გოგა აფრიამაშვილმა (71) პირველივე შეხვედრაში შვედ
კნუტ ზაკარიას ტალროტთან ანგარიშით 1:2 წააგო,  გელა ბოლქვაძემ (75) მერვედფინალი უნგრელ ტამას ლორინცთან 1:2 წააგო და მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. რობერტ კობლიაშვილმა (85) კი პირველი შეხვედრა სომეხ მაქსიმ მანუკიანთ 1:2 დათმო.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ნოვი სადში ბრინჯაოს პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გოგა გოგიბერაშილი და ლევან არაბული გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მარჯი,მარჯი საქართველო!
გივი - გია თუთბერიძე
08 მაისი 2017 07:47
0
ყოჩაღ დათუნაიშვილი! უდიდესი წარმატება არის ზედიზედ მეორედ გამარჯვება ევროპაში. გისურვებთ მომავალ გამარჯვებებს.
ლუკა
08 მაისი 2017 01:51
0
ზურაბ შენ ხარ ერთერთი საუკეთესო ფალავანი ქართული სპორტის ისტორიაში. წონა შეიცვალა კაცმა და ეგრევე ჩემპიონი გახდა. ესეთი რამე მარტო ხინჩეგაშვილის მახსოვს. ოლიმპიურ ოქროს გისურვებ ჯიგარო კაცო
ნიკა
07 მაისი 2017 23:26
0
ყოჩაღ კარგად გამოვიდა ჩვენი მოჭიდავეთა ნაკრები.
xvica
07 მაისი 2017 22:09
0

სიახლეები პოპულარული