ზურაბ დათუნაშვილი: მოწინააღმდეგეებს ფსიქოლოგიურად ვაჯობე!

AutoSharing Option
7 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საჭიდაო დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (80) ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. შარშან ოქროს მედლები მან 75 კგ-ში მოიპოვა, წელს კი - 80-ში.

- ევროპის ჩემპიონატი. II დღე: "მფრინავი ფალავანი" ახალ წონაშიც ჩემპიონია! [VIDEO]

დათუნაშვილმა თავის გამოსვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

"ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინე, ჩემპიონი გავხდი და ამიტომ გამოსვლით კმაყოფილი ვარ. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეჯიბრებებზეც ასევე კარგად ვიასპარეზებ.

ჩემს მოწინააღმდეგეებს ფსიქოლოგიურად ვაჯობე. წინა წლის ჩემპიონი ვიყავი
და ახალ წონაშიც ველოდი გამარჯვებას. და როცა ფსიქოლოგიურად მზად ხარ, შემდეგ შენთვის ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება.

მეტოქეები 75 კგ-შიც ძლიერები მყავდნენ და 80-შიც ძლიერები არიან. ჩემი აზრით, 75 კგ-ში ჭიდაობა უფრო გამიჭირდა, რადგან წონას ვიგდებდი, დასუსტებული ვიყავი... 80 კგ კი ადვილად გადავლახე", - გვითხრა დათუნაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /

მსოფლიო და ოლიმპიადა გვინდა ქართველობას,მაგრად მოემზადე და გ ა ა ხ ა რ ე სრულიად ქართველობა,ამის სერიოზული პოტენციალი გაქვს...მარტო ძლიერი ფსიქიკა არ შველის,აზიელებთან გაგიჭირდება,ამიტომ ძ ა ლ ა ზ ე და სუნთვაზე გაათმაგე ვარჯიში...ძალისათვის შტანგაზე იმუშავე!
glaxuna
15:21 08-05-2017
0
glaxuna მწვრთნელად ხომ არ დაგვენიშნა? ყველაფერი იცის კაცმა :)
ნათია
15:50 08-05-2017
0

სიახლეები პოპულარული