ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: "ბერძენ-რომაელთა" ჯერიც დადგა

AutoSharing Option
დორტმუნდში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის. 1-2 ივლისს ჩემპიონატში ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან, ამ ტურნირში კი სოსო ჯაბიძის გაწვრთნილი გუნდი სრული, მაგრამ გადახალისებული შემადგენლობით გამოვა.

1-ელ ივლისს 50, 60, 74 და 96 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, სხვები კი კვირას ეცდებიან წარმატების მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებმა ევროპის შარშანდელ პირველობაზე 5 მედალი მოიპოვა: 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. მაშინ ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. ლევან ქავჟარაძე (60) ფინალში დამარცხდა, მესამეზე კი დავით ჩხარტიშვილი (55) გავიდა. ამათგან
წელს ახალგაზრდებში მხოლოდ წურწუმია და პატარიძე გამოდიან, თუმცა წურწუმია ამჯერად ზედა წონაში ჭიდაობს.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდში გამოსვლა 5 (თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო) მედლით დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა.

- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ურთაშვილის მარცხი და ბრინჯაო წყვილად

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
50 კგ. რამაზ სილაგავა (თბილისი)
55 კგ. ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ. ლერი აბულაძე (ხულო)
66 კგ. გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)
74 კგ. ბექა მამუკაშვილი (მარტყოფი)
84 კგ. თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი)
96 კგ. გიორგი ბარბაქაძე (გარდაბანი)
120 კგ. ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული