მსოფლიოს ჩემპიონატი: კობლიაშვილი და ნადარეიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ

AutoSharing Option
დღეს პარიზში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლებისთვის რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (98) იბრძოლებენ.

კობლიაშვილის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე იქნება, ნადარეიშვილი კი უზბეკ რუსტამ ასაკალოვს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკი 21:00 სთ-იდა დაიწყება, გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა კი ამ ბმულზე შეუძლია.

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 71, 75, 85 და 96 კგ-ებში თამაშდება.

დღესვე ხალიჩაზე ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (71) და მინდია წულუკიძეც (75) გამოვიდნენ. ბოლქვაძემ ახალ 71 კგ კატეგორიაში
პირველივე შეხვედრა ირანელ მოჰამადალი გერაეიესთან მინიმალური ანგარიშით 2-3 დათმო, წულუკიძემ კი 1/4 ფინალში ბელარუს კაზბეკ კალოუსთან 2-9 წააგო და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული