რევაზ ლაშხი ბორჯომის ეშხია

AutoSharing Option
რევაზ ლაშხი (ბერძნულ რომაული ჭიდაობა) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში მოხვდა.

მშობლიურ ბორჯომის რაიონში კი იგივე ნომინაციაში ეს ფალავანი, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ადგილზე დაასახელეს. ათეული ბორჯომის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლამ (ხელმძღვანელი გიორგი ნოზაძე) განვლილ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ ლაშხი (60 კგ) წლეულს, დორტმუნდში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ მისი ოქროს მედალი ერთადერთია საჭიდაო ოლიმპიური სახეობებიდან, რომელიც 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზეა მოპოვებული.

ბორჯომის საუკეთესო ათეულს
სრულად ასე გამოიყურება:
1. რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2. შალვა ხაჩიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
3. კახა ავეტისიანი (კრივი)
4. გიორგი ნოზაძე (კარატე)
5. გარი გონმქციანი (კიკბოქსინგი)
6. დავით ნოზაძე (მძლეოსნობა)
7. სუსანა გაავა (სამთო-სათხილამურო სპორტი)
8. ნიკოლოზ კოზანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
9. ლევან გურეშიძე (საციგაო სპორტი)
10. ანჟელა ბანდური (ბიატლონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი მიდი
datuka
15:12 29-01-2012
0

სიახლეები პოპულარული