პირველ დღეს ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრები - ჩვენებმა სამივე სინჯის სამ-სამი ჯილდო, ანუ ჯამში 9 მედალი მოიპოვეს.
ჩვენი ჭაბუკები ყველაზე უკეთ 63 კილოგრამში გამოვიდნენ, სადაც ქართული ფინალი გაიმართა - გელა ბოლქვაძემ მურთაზ ჩაბრავას სძლია. ჩაბრავა ნაკრების ძველი წევრია და ბევრად გამოცდილიც, მაგრამ ნაკრების მწვრთნელ ვაჟა კრავეიშვილს ბოლქვაძისაც ძალიან ეიმედება. ეტყობა, მწვრთნელი არც ცდება.
ჩვენი ნაკრებიდან ოქროს
ჩაბრავას გარდა, ვერცხლის მედლები რამაზ ზოიძემ (46) და გიორგი ტოტიკაშვილმა (58) მოიპოვეს. ფინალური შეხვედრა ორივემ მასპინძლებთან და თან ერთი და იმავე გვარის წარმომადგენლებთან დათმო - ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ზოიძე, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაუკეთებია არჩევანი "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას შორის და ორივეგან გამოდის, რამიზ მამედოვთან დამარცხდა, ტოტიკაშვილი - მურად მამედოვთან.
ბრინჯაოს მედლებს გენადი ჩიტაძე (42), ლაშა ებილაშვილი (58) და ნიკა გავაშელი (76) დაეუფლნენ.
გუშინ "სერხედჯში" ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები იასპარეზებდნენ, დღეს კი ტურნირში თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკები გამოვლენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"