ქართველი მოჭიდავეების კიდევ 3 მედალი თურქეთიდან

AutoSharing Option
ანკარაში დასრულდა ახალგაზრდა მოჭიდავეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი - "ჩემპიონები".

შეჯიბრების პირველ ორ დღეს ჩვენებმა ჯამში 13 მედალი მოიპოვეს, რასაც ბოლო დღეს კიდევ სამი ბრინჯაო დაუმატეს - 1 "თავისუფლებმა" და 2 - ბერძენ-რომაელებმა.

"თავისუფალთაგან" მესამე პრიზიორი ლაშა ბიტარაშვილი (60) გახდა, ბერძენ-რომაელთაგან კი ანალოგიურ წარმატებას ფირუზ წულუკიძემ (60) და რობერტ ქობლიაშვილმა (84) მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში "თავისუფლებმა" 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს, ბერძენ-რომაელებმა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

"თავისუფალთაგან" ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (55), ჯუმბერ ყველაშვილი
(74) და ომარ გუსოშვილი (96) გახდნენ; ლევან ქელეხსაშვილი (66) და გიორგი მეშვილდიშვილი (120) მეორეზე გავიდნენ; ზურაბ იაკობაშვილი (66) კი მესამე აღმოჩნდა.

ბერძენ-რომაელთაგან ოქროს მედლები იაკობ ქაჯაიამ (96) და ლევან არაბულმა (120) მოიპოვეს; ვერცხლი - შოთა გოგისვანიძემ (120); ბრინჯაოს მედლებს კი ბექა ბალანჩივაძე (50), რამაზ სურმანიძე (55), ლაშა გობაძე (74) და კუკური კირცხალია (96) დაეუფლნენ.

კიდევ 3 მედალი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული