ჭიათურაში 203 ჭაბუკის მონაწილეობით ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა

AutoSharing Option
ჭიათურაში ჩატარდა ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 203 ჭაბუკის (1997-2000 წლებში დაბადებულები) მონაწილეობით.

ქუთაისელთა წარმატება არ გაგვკვირვებია. თვალშისაცემი იყო გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოს გუნდის კარგი გამოსვლა.

რა თქმა უნდა, ეს მათი მწვრთნელის, იმედა ფრეწუაშვილის მონდომების ნაყოფია, რომელიც შვიდი წელიწადია, ამ სოფელში მწვრთნელად მუშაობს. შარშან ნორიოში ახალი სპორტდარბაზიც გახსნეს.

მწვრთნელი თამაზ ყიფიანი სოფელ ჩაბინაანიდან (ახმეტა) მეორე წელიწადია, 40 კილომეტრზე დადის პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში ბავშვებთან სამუშაოდ. ჭიათურაში ახლა ოთხი პანკისელი გახდა პრიზიორი...

ვეტერანმა მოჭიდავემ რაიდი აბრამიშვილმა საკუთარი პრიზი გადასცა ქუთაისელ რამაზ კვეტენაძეს -
66 კგ-ში გამარჯვებულს.

ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თეიმურაზ აფხაზავა, მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ავთანდილ მაისურაძე და სხვა ცნობილი ფალავნები.

კვარცხლბეკი
26 კგ. 1. გურამ აბრამიშვილი (ნორიო), 2. ნიკოლოზ ტყებუჩავა (სენაკი), 3. ახმედ ხანგოშვილი (ახმეტა), 3. დავით აბრამიშვილი (რუსთავი).
29 კგ. 1. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი), 2. გივი ლოლაძე (ქუთაისი), 3. ნიკოლოზ კირეულიშვილი, 3. დავით მჭედლიშვილი (ორივე - ნორიო).
32 კგ. 1. რატი კანდელაკი (ნორიო), 2. ჯონი ყიფშიძე (ჭიათურა), 3. თორნიკე ჩუბინიძე (ქუთაისი), 3. ბექა ადიკაშვილი (მარტყოფი).
35 კგ. 1. თემო გოგია (სენაკი), 2. თორნიკე კანდელაკი (ნორიო), 3. გიორგი კიკნაძე (თბილისი), 3. შმაგი ღუღუნიშვილი (ჭიათურა).
38 კგ. 1. გიორგი მეფიშვილი, 2. ირაკლი გადელია (ორივე - სენაკი), 3. საჩინო ციცქიშვილი (ჭიათურა), 3. ბაშირ წინწალაშვილი (ახმეტა).
42 კგ. 1. დავით მარკოიძე (ხელვაჩაური), 2. საბა ბაბილუა (სენაკი), 3 ნიკა სილაგაძე (ხელვაჩაური), 3. ზურაბ ფოცხვერაშვილი (თერჯოლა).
47 კგ. 1. ზურაბ სიმონია (სენაკი), 2. გოგიტა ცუცქირიძე, 3. ვანო დვალი (ორივე - ჭიათურა), 3. თენგიზ კუშტანაშვილი (ახმეტა).
53 კგ. 1. ბადრი ჯანელიძე (ქუთაისი), 2. ოთარ მამნიაშვილი (ნორიო), 3. ჯაბა დეისაძე, 3. ლაშა ციცქიშვილი (ორივე - ჭიათურა).
59 კგ. 1. ლაშა ჭოლაძე (ქუთაისი), 2. დემეტრე ქავთარაძე (ნორიო), 3. ჯაბა ჩეჩელაშვილი, 3. გურამ ხეცურიანი (ორივე - ქუთაისი).
66 კგ. 1. რამაზ კვეტენაძე, 2. ალექსანდრე გუმბერიძე (ორივე - ქუთაისი), 3. გიორგი ქართველიშვილი (თბილისი), 3. ბესო კუშტანაშვილი (ახმეტა).
74 კგ. 1. დავით გოგიძე (ქუთაისი), 2. ლევან ფუტკარაძე (ხელვაჩაური), 3. რეზო ბაკურაძე (ქუთაისი), 3. ბიძინა ინაშვილი (თბილისი).
85 კგ. 1. გიორგი ბუხაიძე, 2. ოთარ ლოლაძე, 3. გურამ კეთილაძე, 3. გიორგი კუპრაშვილი (ოთხივე - ქუთაისი).
100 კგ. 1. ზვიად პატარიძე (ქუთაისი), 2. დავით ხდაევი (თბილისი), 3. ირაკლი მემანიშვილი (თერჯოლა), 3. გურამ ტორაძე (ქუთაისი).

გაბრიელ ბარჯაძე

P.S. წერილის შესავალი იბეჭდება სარედაქციო ცვლილებებით.

დაიხსომეთ ნორიო და პანკისი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული