ლონდონის ოლიმპიადისთვის ქართველ მოჭიდავეთა შემადგენლობა გაირკვა

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შემადგენლობები 9 ივლისს ოლიმპიურ კომიტეტში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ წარადგინა.

პრესკონფერენციას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი ზაზა თურმანიძეც ესწრებოდა.

ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ შეჯიბრზე ლონდონში სულ 13 ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს.

თავისუფლებმა სალიცენზიო ტურნირებზე მაქსიმალურ შედეგს მიაღწიეს და შვიდი წონითი კატეგორიიდან შვიდივე ლიცენზია მოიპოვეს.

შემადგენლობაში შემდეგი სპორტსმენები მოხვდნენ: 55კგ წონითი კატეგორია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 60კგ - მალხაზ ზარქუა, 66 კგ - ოთარ თუშიშვილი, 74კგ - დავით ხუციშვილი, 84კგ - დავით მარსაგიშვილი, 96კგ - გიორგი გოგშელიძე და
120კგ წონით კატეგორიაში - დავით მოძმანაშვილი.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, მათ 7-დან 6 ლიცენზია აიღეს და ოლიმპიურ თამაშებზე შემდეგი შემადგენლობით წავლენ: 60კგ - რევაზ ლაშხი, 66კგ - მანუჩარ ცხადაია, 74კგ - ზურაბ დათუნაშვილი, 84კგ - ვლადიმერ გეგეშიძე, 96კგ - სოსო ჯაბიძე და მძიმე წონა 120კგ - გურამ ფერსელაძე.

მოჭიდავეები ბოლო მოსამზადებელ შეკრებას ბორჯომში გაივლიან, ივლისის თვის ბოლო რიცხვებიდან კი ეტაპობრივად გაემგზავრებიან ლონდონში.

ლონდონის ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება. ქართველი მოჭიდავეები კი ასპარეზობას 2 აგვისტოდან დაიწყებენ. როგორც მწვრთნელები და ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებენ, მათი დევიზია - "მეტი, ვიდრე პეკინის ოლიმპიადაზე".

წინა ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ამჯერად ქართული დელეგაციის პროგრამა-მინიმუმი შედეგის გამეორებაა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული