გადაიბარებს ზურაბ დათუნაშვილი ლაშა შავდათუაშვილის ესტაფეტას?

AutoSharing Option
4 ივლისს მოჭიდავეთა ორივე ნაკრები ლონდონში გაფრინდა, თუმცა მისი რამდენიმე წევრი უკვე იქაა - ბერძენ-რომაელი ზურაბ დათუნაშვილი (74) ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიასტან ერთად და "თავისუფალთა" ნაკრებიდან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით ხუციშვილი (74), რომლებსაც გუნდის თავკაცი ზაზა თურმანიძე ახლავს.

5 აგვისტოს ოლიმპიადაზე მოჭიდავეთა ტურნირი დაიწყება და მას ბერძენ-რომაელები გახსნიან - 55 და 74 კილოგრამის ფალავნები.

მოგეხსენებათ, 55-ში მონაწილე არ გვყავს და ჩვენგან სასტარტო დღის მთელმა მღელვარებამ ისე
დაც 20 წლის დებიუტანტ დათუნაშვილის მხრებზე უნდა გადაიაროს.

დათუნაშვილი საკვალიფიკაციოში 16:00 სთ-იდან ჩაებმება და მისი პირველი მეტოქე სამხრეთკორეელი ჯინ-ჰიეოკ კიმი იქნება. წარმატების შემთხვევაში ჩვენი ფალავანი 1/8 ფინალში კუბელ ალექსეი ბელისა და ამერიკელ ბენჯამინ პროვისორს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ზურაბი ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანია, ლიცენზია კი წლეულს მოიპოვა სოფიას სალიცენზიო შეჯიბრებაზე, სადაც უნგრელი ევროპის ჩემპიონი პეტერ ბასცი უცნაური, აკრობატული გდებით დაამარცხა (იხილეთ ვიდეო).

"თავისუფალთა" გუნდიდან პირველი ის დუეტი ჩაებმება შეჯიბრებაში, ოღონდ ცოტა მოგვიანებით - 10 აგვისტოს, მანამდე კი ლონდონში ივარჯიშებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბერძენ-რომაელთა გუნდში რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120) გამოვლენ, "თავისუფალთა" შორის კი მალხაზ ზარქუა (60), ოთარ თუშიშვილი (66), დავით მარსაგიშვილი (84), გიორგი გოგშელიძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120) იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არა არ გადაიბარებს !
maxo
13:09 05-08-2012
0
ძალიან ვთხოვ ჟურნალისტებს ნუ ავალდებულებთ და ნუ ადარებთ შავდათუაშვილს,ამან შეიძლება ხელისშემშლელი ბარიერი შექმნას ჩვენი სპორცმენებისთვის
kartveli
14:32 05-08-2012
0

სიახლეები პოპულარული