74 კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 21 წლის ქართველმა ამერიკელი ბენჯამინ პროვისორი ორ სეტში, უშანსოდ დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა (იხილეთ ვიდეო).
ამერიკელთან დაპირისპირების პირველ სეტში ზურაბმა ქულა ჩოქბჯენიდან მოიპოვა, როდესაც მეტოქემ ილეთი ვერ შეასრულა, მეორე სეტში კი ორი გდება გაუკეთა (6:0) და გამარჯვებული გამოვიდა.
1/4-ფინალში დათუნაშვილს მეტოქედ გაცილებით ძლიერი - აზერბაიჯანელი ემინ აჰმადოვი ჰყავს.
ასევე იხილეთ:
გადაიბარებს ზურაბ დათუნაშვილი ლაშა შავდათუაშვილის ესტაფეტას?