ზურაბ დათუნაშვილმა ამერიკელიც გააგორა და 1/4 ფინალშია! [+VIDEO]

AutoSharing Option
ზურაბ დათუნაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, მას შემდეგ, რაც თავისი პირველი მეტოქე - სამხრეთკორეელი ჯინ-ჰიეოკ კიმი იოლად დაამარცხა, მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

74 კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 21 წლის ქართველმა ამერიკელი ბენჯამინ პროვისორი ორ სეტში, უშანსოდ დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა (იხილეთ ვიდეო).

ამერიკელთან დაპირისპირების პირველ სეტში ზურაბმა ქულა ჩოქბჯენიდან მოიპოვა, როდესაც მეტოქემ ილეთი ვერ შეასრულა, მეორე სეტში კი ორი გდება გაუკეთა (6:0) და გამარჯვებული გამოვიდა.

1/4-ფინალში დათუნაშვილს მეტოქედ გაცილებით ძლიერი - აზერბაიჯანელი ემინ აჰმადოვი ჰყავს.

ასევე იხილეთ:
ზურაბ დათუნაშვილმა ოლიმპიადა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]

გადაიბარებს ზურაბ დათუნაშვილი ლაშა შავდათუაშვილის ესტაფეტას?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული