ზურაბ დათუნაშვილმა ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა [+VIDEO]

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, 74 კგ წონით კატეგორიაში, 1/4 ფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ემინ აჰმადოვთან გამართა.

სამწუხაროდ, წარმატებით და დიდი აღმავლობით ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ ზურაბი დამატებით დროში აზერბაიჯანელთან დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).

არადა, პირველი პერიოდი მოიგო და მეორეშიც ახლოს იყო მიზანთან - მეტოქე ჩოქბჯენში ჩადგა, მაგრამ ქართველმა მისი დატრიალება ვერ შეძლო.

ამ შეხვედრის პირველი ორი პერიოდი ერთმანეთის იდენტური გამოდგა - ჩოქბჯენიდან კონკურენტის დატრიალება ვერც ერთმა შეძლო და ორივე 3:0 დასრულდა; ორივემ თავი უბრალოდ კი არ დაიცვა,
არამედ გდებაც დაუხურა მეტოქეს და ორი ქულა მიითვალა, მესამე ქულა კი ორივემ დაცვაში წარმატებული ჭიდაობისთვის მიითვალა, რადგან კარგად დაიცვეს თავი და მეტოქეს ილეთის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

მესამე პერიოდი ჩვენთვის დრამატული გამოდგა, სადაც ქართველის მინუსები გამოჩნდა - მას ცოტა დაღლაც დაეტყო და თან ერთ მომენტში ძალიან ადვილად დაუთმო თავი, მეტოქეს ჯვარზე შეკვრის საშუალება უპრობლემოდ მისცა და ქულაც გააკეთებინა.

ამ მომენტში დათუნაშვილს უკვე ეტყობოდა, რომ თავისი საფირმო ილეთის გასაკეთებლად - თავზე გადასახტომად ემზადებოდა. ცხადია, მისი ეს მფრინავი ილეთი აჰმადოვმაც კარგად იცოდა და ფრთხილად იყო, თუმცა მცირეოდენი სამზადისის შემდეგ დათუნაშვიოლი მაინც გადაახტა თავზე.

ნახტომი მთლად ზუსტად ვერ შეასრულა, თუმცა მეტოქეს ზურგიდან კი მოექცა და ჩოქბჯენში ჩასაყვანად მშვენიერი შანსი მიიღო.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანელმა არ დააცალა. პირიქით, შეკვრაც მოახერხა და მშვენიერი უკუგდებით სამქულიანზე გადააგდო. 4:0 - ასე მოიგო აჰმადოვმა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სომეხ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ არსენ ჯულფალაკიანს შეხვდა და პირწმინდად წააგო.

შესაბამისად, დათუნაშვილმა ვეღარც სანუგეშოში ბრინჯაოსთვის გააგრძელა ბრძოლა.

ასევე იხილეთ:
ზურაბ დათუნაშვილმა ამერიკელიც გააგორა და 1/4 ფინალშია! [+VIDEO]
ზურაბ დათუნაშვილმა ოლიმპიადა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
maxo, ძიუდოს გარდა სად ხედავბ უცხოელ მწრთვნელს. იქნებ არ ვიცი და მაცნოვე რა.
რაც შეეხევა -"ჰფგჰ"-ს ეს ტიპი საერთოდ ამ აზროვნებით "არშემდგარი აბორტის შედეგი" მგონია. ღუსულად ასე ჯღერს ЭЖертва неудачного аборта.
stajiani gulshematkivari
10:39 06-08-2012
0
ჰფგჰ და ოტ:
თქვენ ვინა ხართ, გაგვაგებინეთ? თუ მგარი ვაჟკაცები ხართ, იქნებ თქვენ მოგეგოთ ოლიმპიადა! თქვენ გგონიათ არ მოინდომეს ბიჭებმა, ან ცდა დააკლეს? უყურე შენ ამ მიშაიას ნაბუშრებს, როგორ ილანძღებიან.
Shoda
00:49 06-08-2012
0

სიახლეები პოპულარული