გურამ ფერსელიძე ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრში გურამ ფერსელიძემ თავისი მორიგი ორთაბრძოლა გამართა.

ქართველი მძიმეწონოსანი ფალავანი შეჯიბრის 1/4-ფინალში წონის ფავორიტს - მსოფლიოს 4-გზისა და მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ ნუნიეს ლოპესს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

სამწუხაროდ, ფერსელიძემ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან ვერაფერი გააწყო. კუბელმა ორივე სეტი იოლად მოიგო.

თუმცა, მარცხის მიუხედავად, ფერსელიძეს აქვს შანსი, მედლისთვის სანუგეშო ტურნირში იბრძოლოს. კუბელი ფალავანი ფინალში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტელეკომენტატორი სულ ფერსელაძეს იძახის ფერსელიძის ნაცვლად, ეს შეურაცხმყოფელია. საერთოდაც, ჩვენი კომეტატორები ძალიან მოიკოჭლებენ, მაგათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლა აუცილებელია.
zuxusha
18:54 06-08-2012
0
ფარსელიძემ კუბელთან ძალიან უმოტივაციოდ იჭიდავა.თითქოს თვითონვე არ სჯეროდა რომ შეეძლო მოგება.მეტი შემართებაა საჭირო
NIKA
20:32 06-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული