ქართველი მძიმეწონოსანი ფალავანი შეჯიბრის 1/4-ფინალში წონის ფავორიტს - მსოფლიოს 4-გზისა და მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ ნუნიეს ლოპესს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
სამწუხაროდ, ფერსელიძემ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან ვერაფერი გააწყო. კუბელმა ორივე სეტი იოლად მოიგო.
თუმცა, მარცხის მიუხედავად, ფერსელიძეს აქვს შანსი, მედლისთვის სანუგეშო ტურნირში იბრძოლოს. კუბელი ფალავანი ფინალში გავიდა.