რევაზ ლაშხი ოლიმპიური ოქროსთვის ირანელ ფალავანს დაეჭიდება! [+VIDEO]

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრში რევაზ ლაშხმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთან, ჰასან ალიევთან გამართა.

პირველი პერიოდის ბედი ჩოქბჯენში გადაწყდა, სადაც აზერბაიჯანელმა ფალავანმა შეძლო ილეთის გაკეთება, თუმცა მეორეში რევაზმა თავისი შანსი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პერიოდში რეზომ ერთი ქულის აღება შეძლო, დარჩენილ დროში კი შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და ფინალში გავიდა!(იხილეთ ვიდეო)

ქართველი ფალავანი ოქროს მედლისთვის ირანელ ფალავანს ომიდ ჰაჯი ნოროოზის თბილისის დროით, 21:46 სთ-ზე დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
რევაზ ლაშხი ლონდონის
ოლიმპიადის ნახევარფინალშია!

რევაზ ლაშხმა მოიგო - ეგვიპტელი ხელში აიტაცა და ხუთქულიანზე დააგდო [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია შესძლებს რეზო მობილიზებას და მეორე ოქროს მოაპოვებინებს საქართველოს
NIKA
20:33 06-08-2012
0
მიდი ლაშხი ყველა შენს გვერდით ვდგავართ!!! ღმერთი იყოს შენ მხარეს!!!
Lashxi
19:34 06-08-2012
0

სიახლეები პოპულარული