ვლადიმერ გეგეშიძე ოლიმპიადაზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე 84 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე შეჯიბრის ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ვლადიკავკაზელი ფალავანს ალან ხუგაევს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

პირველი პერიოდი ხუგაევმა, რომელის ხალიჩაზე წარბზე ტრავმით გამოვიდა, უფრო აქტიურად დაიწყო და ჩვენებურთან ქულა მოიპოვა. გეგეშიძეს ილეთის გაკეთების შანსი მალევე მიეცა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ამის შემდეგ სადავო გდების შემდეგ მეტოქეებმა თითო ქულა მიითვალეს და პერიოდიც ხუგაევის გამარჯვებით დასრულდა.

მეორე პერიოდში რუსთა სპორტსმენს ტრავმიდან სისხლდენა დაეწყო, რის გამოც შეხვედრა მცირე ხნით რამდენჯერმე შეწყდა.
ბოლოს ხუგაევს თავზე ბინტი მთლიანად შემოახვიეს.

ლადოს ჩოქბჯენში მოუწია დადგომამ, ოსმა მეტოქემ კი სამწუხაროდ, სამქულიანი ილეთის გაკეთება მოახერხა.

გეგეშიძე ბრძოლას მესამე ადგილისთვის გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ამხელა ამბალა არ ატრიალა ამ მეტრაოციანმა ოსმა რა იყო ამ ოსებს და რუსებს რომ ხედავენ არ ავსებენ შარვლებს?ისე კი არ უნდა გაგიკვირდეს ადამიანს რასაც ხედავენ ვერხუშკაში იმას სწავლობენ
kote
18:50 06-08-2012
0
არაუშავს ლადო, როგორც გულშემატკივარი მე დიდ მადლობას გიხდი გულიანი ჭიდაობისთვის. ნამდვილი ვაჟკაცი ხარ. ღმერთმა სულ გამარჯვებით გატაროს.
ვაჟა
18:52 06-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული