რევაზ ლაშხმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოუტანა!

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 24 წლის ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტი შეხვედრა ირანელ ომიდ ჰაჯი ნოროოზისთან დათმო.

შეხვედრის პირველი პერიოდის ბედი ჩოქბჯენმა გადაწყვიტა, რომელშიც რეზომ შეუტია, მაგრამ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და დამარცხდა.

მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ირანელი მედგრად იდგა, ქულის აღებაც შეძლო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

რა თქმა უნდა, რევაზ ლაშხის გულშემატკივრებს და მთელ საქართველოს მისგან ოქროს მედალი უფრო
გაგვახარებდა, თუმცა მიღწეული შედეგიც უდავოდ დიდი მიღწევაა და ამისთვის ის მხოლოდ ტაშსა და ოვაციებს იმსახურებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორტული ფორუმი კი არა საჩმორეთი გაქვთ გახსნილი...პოლიტიკა მეტია სპორტზე... გაკკარით ყველას, ვინც აქ სააკაშვილს, ივანიშვილს, და ვინცგინდ პლიტიკას ახსენებს...შეგე..თ ყველას ვინც სპორტთან პოლიტიკას აურევთ, თქვნც ამ ყ...ბს დაემსგავსეთ თქვენი სპორტის სიყვარული მ.........ნ!!!!!!!!
Jigaro
02:53 07-08-2012
0

სიახლეები პოპულარული