მანუჩარ ცხადაიამ შვეიცარიელი გზიდან იოლად ჩამოიცილა და 1/4-ფინალშია! [+VIDEO]

AutoSharing Option
7 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანი და ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66 კგ) მერვედფინალში შვეიცარიელ პასკალ სტრებელს დაუპირისპირდა და ძალზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ცხადაიამ სტრებელს შარშან თურქეთში გამართულ ტურნირზეც მოუგო.

პირველ პერიოდში მანუჩარი ჩოქბჯენში იცავდა თავს, თუმცა მეტოქეს ქულა იქით აართვა (2-0). მეორე პერიოდში კი ქართველის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ჩოქბჯენში მყოფი შვეიცარიელი ცხადაიას ხელში ძალიან უმწეოდ გამოიყურებოდა და საბოლოოდ ჩვენებურმა სეტის მოგებასთან ერთად (5-1) საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა (იხილეთ ვიდეო).

ცხადაია 1/4-ფინალში ეგვიპტელ
აშრაფ მოჰამედ მელიგუ ელგჰარაბლის თბილისის დროით 17:03 სთ-ზე შეხვდება.

ამ ორი ბარიერის წარმატებით გავლის შემთხვევაში ნახევარფინალშიც გავა, სადაც ოთხი სავარაუდო მეტოქიდან ორი შარშანდელი ნაცნობია - უნგრელ ევროპის ჩემპიონ ტომაშ ლორინცის წინასწარ ეტაპზე მოუგო, ამერიკელი იუსტინ ლესტერი კი ნახევარფინალში დაამარცხა (სამაგიეროდ, მასთან წლეულს ამერიკაში "ქერბის თასზე" წააგო).

ასევე იხილეთ:
მანუჩარ ცხადაიას გაუმართლა, სოსო ჯაბიძე წილისყრამ დაჩაგრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული