სოსო ჯაბიძემ ლონდონში გამოსვლა ბულგარელთან მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
7 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, ევროპის პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სოსო ჯაბიძე (96 კგ) ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ ელის გურის 1/8-ფინალში დაუპირისპირდა და დამარცხდა.

პირველი პერიოდი ქართველმა ფალავანმა აქტიურად დაიწყო, თუმცა ხალიჩიდან გასულებს მსაჯებმა მოგება ბულგარელს მიაკუთვნეს. ქართველთა პროტესტმა არ გაჭრა და 2:0 გურის სასარგებლოდ.

მეორე პერიოდი სოსომ კარგად დაიწყო და ამჯერად თავად შეძლო მეტოქის ხალიჩიდან გაყვანა, ქულის აღება.

საქმე გადამწყვეტ, მესამე პერიოდზე მიდგა, სადაც ქულის მოპოვება ბულგარელმა შეძლო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული