მანუჩარ ცხადაია ლონდონში ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ეცდება [+VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალური შეხვედრა გამართა მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ), რომელიც უნგრელ ტომაშ ლორინცს დაუპირისპირდა და ორ პერიოდში დამარცხდა.

პირველი პერიოდი მეტოქეებმა აქტიურად დაიწყეს, ილეთის გაკეთება კი უნგრელმა შეძლო და ცხადაიას ძალისხმევის მიუხედავად, სეტი თავის სასარგებლოდ, 3:0 ჩაამთავრა.

მეორე პერიოდში მანუჩარი ბევრს ეცადა, მაგრამ ჩოქბჯენში მყოფმა მდგომარეობის შეცვლა ვერ შეძლო და საბოლოოდ სეტი 0:4 დათმო (იხილეთ ვიდეო).

ქართველი ფალავანი ბრძოლას ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს. ოლიმპიადის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მანუჩარ ცხადაიას მეტოქე გერმანელ სტებლერ ფრანკსა და ამერიკელ ჯასტინ
დაშაუნ ლესტერს შორის გამოვლინდება.

ასევე იხილეთ:

მანუჩარ ცხადაია ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალშია! [+VIDEO]
მანუჩარ ცხადაიამ შვეიცარიელი გზიდან იოლად ჩამოიცილა და 1/4-ფინალშია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორ დავიჯერო ეს უნგრელი ამდენით მაღლა იდგა ცხადაიაზე რომ 1პროცენტი შანსი არ ქონია მანუჩარს ასე ჩემო ბექა ამხელა ტურნირებს ვერ მოიგებ ფსიქოლოგია აკლიათ და განწყობა რაც თავისით არ მოდის
levani
20:57 07-08-2012
0
ბექა გენაცვალე ისე ხომ არ მოგდის ეს ოლიმპიადა რიოსთვის გამოვიყენოთ და შედეგები იქ გვექნებაო? თუ გაიხსენებ ფეხბურთში ეს უკვე გვითხრეს. ენა არ მომიტრიალდება ჯაბიძეზე ფერსელაძეზე იგივე ლაშხზე მაგრამ რა უყოთ ძიუდოისტებს ან ცხადაიას აგებენ ისეთ ხალხთან მარტო ამ სახეობის სპეციალისტები თუ იცნობენ და ახლავე თუ არ მიუთითE და გააკრიტიკე ზოგიერთის არ იყოს ჩათვლიან რომ მაქსიმუმი გააკეთეს და ვალმოხდილები და პირნათელნი არიან ხალხაის წინაშე.გაიხსენე ზვიადაური ცაში ავიყვანეთ და იმის მერე მგონი საქართველოს ჩემპიონატიც ვერ მოიგო
levani
20:55 07-08-2012
0

სიახლეები პოპულარული