მანუჩარ ცხადაია ლონდონში ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ეცდება [+VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალური შეხვედრა გამართა მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ), რომელიც უნგრელ ტომაშ ლორინცს დაუპირისპირდა და ორ პერიოდში დამარცხდა.

პირველი პერიოდი მეტოქეებმა აქტიურად დაიწყეს, ილეთის გაკეთება კი უნგრელმა შეძლო და ცხადაიას ძალისხმევის მიუხედავად, სეტი თავის სასარგებლოდ, 3:0 ჩაამთავრა.

მეორე პერიოდში მანუჩარი ბევრს ეცადა, მაგრამ ჩოქბჯენში მყოფმა მდგომარეობის შეცვლა ვერ შეძლო და საბოლოოდ სეტი 0:4 დათმო (იხილეთ ვიდეო).

ქართველი ფალავანი ბრძოლას ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს. ოლიმპიადის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მანუჩარ ცხადაიას მეტოქე გერმანელ სტებლერ ფრანკსა და ამერიკელ ჯასტინ
დაშაუნ ლესტერს შორის გამოვლინდება.

ასევე იხილეთ:

მანუჩარ ცხადაია ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალშია! [+VIDEO]
მანუჩარ ცხადაიამ შვეიცარიელი გზიდან იოლად ჩამოიცილა და 1/4-ფინალშია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ შეიძლება მთელი ნაკრები თავის ხელმძღვანელებიანად იუკან გამოიწვიონ და სადმე მაღალმთიან სოფელში გაუშვან საქონლის მწყემსებად ან კიდევ თივის ასაღებად? დაანებეთ თავი ბიძიკოებო ამ საქმეს თავი და როცა მართლა მზად იქნებით მერე წადით და აკეთეთ ეგ საქმე ან ამხელა ფულს ტყვილა რატომ ხარჯავთ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და ან რატომ შლით ამხელა ტრადიციებს რაც ამ ჭიდაობაში მაინც გვქონდა შემორჩენილი ჩვენ კიდევ ნერვების შლა გვაკლია?
levani
18:25 07-08-2012
0
ლევანი მომისმინე ბიჭები ჭიდაობაში ყველაფერს აკეთებენ სამარცხვინოდ არავინ დამარცხებულა ლაშხმაც ვერცხლი მოიპოვა რაც პატარა ამბავი ნამდვილად არაა მოდი შევეშვათ კრიტიკას თუ კრიტიკა საჭირო გახდებოდა მე ვერავინ დამასწრებდა მაგას
ბექა.....ლევანის
18:57 07-08-2012
0

სიახლეები პოპულარული