სპეციალისტის კომენტარი - მიხეილ სალაძე: გულდასაწყვეტი მხოლოდ გეგეშიძის შემთხვევაა

AutoSharing Option
მიხეილ სალაძე (მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში):

"გეგეშიძე უსამართლოდ დაჩაგრეს. თავიდან მსაჯებმა სწორად განსაჯეს - ლადოს სამი ქულაც კი ეკუთვნოდა, არათუ ორი, მაგრამ მერე შეაცვლევინეს გადაწყვეტილება.

მსგავსი დაჩაგვრა ჩემს დროსაც ხდებოდა. 1981 წელს, როცა ფინალში ვხვდებოდი უნგრელ ტომაშ გასპარის, საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, ეს მედალი უნგრეთს სჭირდება, რუსებს ბევრი აქვთო.

ხელმძღვანელობის დახმარება ყოველთვის ხდებოდა. თან ამ დროს საქართველოს ერთი მედალი უკვე ჰქონდა და ძალიან ცუდია, საერთაშორისო ფედერაციაში წინასწარ რომ წყდება, რომელმა ქვეყანამ რამდენი მედალი უნდა მოიპოვოს.

გუნდის საერთო გამოსვლას რაც
შეეხება, მწვრთნელებმა ყველაფერი გააკეთეს პიკში მისაყვანად, რათა ბიჭებს კარგი შედეგი ეჩვენებინათ. სპორტსმენები კარგად იყვნენ მომზადებულები. გულდასაწყვეტი მხოლოდ გეგეშიძის შემთხვევაა, ასე უსამართლოდ რომ წაართვეს მედალი."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვლადიმერ გული არ გაიტეხო, როცა საერთაშორისო ფედერაცია გყავს მოწინააღმდეგე და თანაც ასე აშკარად, ესე იგი ძალიან დიდი მოჭიდავე ხარ. იმედია ამას შემდგომში არა ერთხელ დაამტკიცებ.
gizog
11:29 10-08-2012
0

სიახლეები პოპულარული