სპეციალისტის კომენტარი - გურამ საღარაძე: ჩვენი ბერძენ-რომაელები ნორმალურად გამოვიდნენ

AutoSharing Option
გურამ საღარაძე (მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში):

"სამწუხაროდ, რაც გეგეშიძეს უყვეს, ოლიმპიადაზე და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასეთი უსამართლობა ყოველთვის იყო.

ამ სამყაროში კორუფცია მუდამ ტრიალებდა. ყაზახეთი დიდი, მდიდარი და ფულიანი ქვეყანაა და აღარ გამოგვატანეს მეტი მედალი. გდება ყაზახმა დაიწყო, მაგრამ დაასრულა ლადომ და თითქმის ბეჭებზე დადო. ეს მომენტი უნდა შეფასებულიყო 2:1, გეგეშიძის სასარგებლოდ.

წინა შეხვედრაც საკამათო იყო რუსთანაც - ექიმი რამდენჯერმე გამოვიდა მის დასახმარებლად. ეს იმიტომ, რომ მყარად კი არ უხვევდა, არამედ ისე, მალევე გახსნოდა და ხელახლა დასჭირვებოდა დახმარება. ამით ის
ისვენებდა, რადგან სუნთქვა არ უვარგა და ძალებს იკრებდა. ასე სვენებ-სვენებით გაიყვანეს რუსი ფინალში.

მოკლედ, გეგეშიძე მაგრად დაჩაგრეს, გუნდი კი ნორმალურად გამოვიდა. გავითვალისწინოთ, რომ თაობათა ცვლაც მიდის. თან, ეტყობა ამ უსიამოვნებამაც იმოქმედა და ბოლოს განწყობაც არ უვარგოდათ.

ყოველ შემთხვევაში, მომეჩვენა, რომ ზოგს შემართება აკლდა, თუმცა ვიმეორებ - გუნდი ნორმალურად გამოვიდა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული