ქარ­თ­ვე­ლმა "ბერძენ-რომაელებმა" აზერბაიჯანში მედლები მოიპოვეს

AutoSharing Option
ამ დღე­ებ­ში ბა­ქო­ში, სპორ­ტ­კომ­პ­ლექს "სერ­ხედ­ჯ­ში" მიმ­დი­ნა­რე­ობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლო­ბა სა­ჭი­დაო სა­ხე­ო­ბებ­ში, თუმ­ცა ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლე­ბი­სა უკ­ვე დამ­თავ­რ­და.

თქვენს ყუ­რადღე­ბა­საც მას­ზე შე­ვა­ჩე­რებთ, რად­გან იქ ქარ­თ­ვე­ლე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ და მე­და­ლოს­ნე­ბიც გახ­დ­ნენ - მა­თე სო­ფა­ძე (84) და შალ­ვა გა­და­ბა­ძე (96) მე­ო­რე­ზე გა­ვიდ­ნენ, გო­გა და­ვი­თა­ძემ კი მძი­მე წო­ნა­ში ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა.

ამათ­გან ევ­რო­პის სამ­გ­ზის ბრინ­ჯა­ოსმე­და­ლო­სა­ნი გა­და­ბა­ძე დი­დი ხა­ნია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ღირ­სე­ბას იცავს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­ვიდ­ნენ.

აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ესაა ღია პირ­ვე­ლო­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კლუ­ბებ­ში მო­ჭი­და­ვე უცხო­ე­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ.

ჩვ­ე­ნებ­მაც ამ წე­სით ისარ­გებ­ლეს - ორი­ვე "ატას­პორ­ტის" ღირ­სე­ბას იცავს,
თო­რემ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ შე­უც­ვ­ლი­ათ.

ქარ­თ­ვე­ლე­ბის გარ­და, იქა­ურ პირ­ვე­ლო­ბა­ში რუ­სე­ბი და ირა­ნე­ლე­ბიც გა­მო­დი­ოდ­ნენ. პრი­ზი­ორ­თა შო­რის ირა­ნე­ლე­ბი ვერ მოხ­ვ­დ­ნენ, რუს­თა­გან კი მძი­მე წო­ნა­ში ჩვე­ნე­ბურ­თა თა­ნა­გუნ­დელ­მა მაქ­სიმ პრო­ხო­როვ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა.

სო­ფა­ძე ფი­ნალ­ში რა­ფიკ ჰუ­სე­ი­ნოვ­თან და­მარ­ცხ­და, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია, ოღონდ აქამ­დე 74-ში ჭი­და­ობ­და, ახ­ლა კი ზე­ვით აუნაც­ვ­ლე­ბია.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს დღემ­დე 84-ში ირა­ნი­დან გად­მო­ბი­რე­ბუ­ლი ქურ­თი მსოფ­ლი­ოს პრი­ზი­ო­რი ჰა­სან სა­მან ტახ­მა­სი­ბი ჰყავ­დათ ლი­დე­რად. ახ­ლა კი ისიც 96-ში გა­და­სუ­ლა, სა­დაც ფი­ნალ­ში გა­და­ბა­ძეს მო­უ­გო.

ქურ­თ­მა ჩვე­ნე­ბურს თა­ვის დრო­ზე 84-შიც წა­არ­თ­ვა ად­გი­ლი, რო­ცა ირა­ნი­დან ბა­ქო­ში გა­და­ბარ­გ­და. ახ­ლა კი ისე ეტყო­ბა, 96-შიც და­ათ­მო­ბი­ნებს პო­ზი­ცი­ებს.

შე­საძ­ლოა, ამით გა­და­ბა­ძის აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ეპო­პე­ა­საც და­უს­ვას წერ­ტი­ლი - ბო­ლო წლებ­ში იქა­უ­რე­ბი მი­სით ისეც არ იყ­ვ­ნენ კმა­ყო­ფი­ლე­ბი, რად­გან შე­დეგს ვერ აჩ­ვე­ნებ­და და ერ­თი პე­რი­ო­დი ხელ­ფა­სიც მო­უხ­ს­ნეს.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში 2007 წლი­დან წა­სულ გა­და­ბა­ძეს ადაპ­ტა­ცია გა­უგ­რ­ძელ­და და პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ბრინ­ჯაო 2009 წელს მო­ი­პო­ვა. ამას ისევ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბი მოჰ­ყ­ვა, მაგ­რამ 2011-12 წლებ­ში კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბებ­ზე კვლავ მე­სა­მე­ზე გა­ვი­და, თუმ­ცა ტახ­მა­სი­ბის აჩ­რ­დი­ლი თან სდევს.

სამ­წუ­ხა­როდ, ტურ­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის წე­რა ჩვე­ვად არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სა­ი­ტებს აქვთ და ვერ გეტყ­ვით, ვის­თან და­მარ­ცხ­და და­ვი­თა­ძე, თუმ­ცა ის შარ­შა­ნაც გა­მო­დი­ო­და იქ და მა­ში­ნაც მე­სა­მე­ზე გა­ვი­და, ოღონდ - 96-ში.

სო­ფა­ძე და და­ვი­თა­ძე შაბათ-კვირას ამ ტურნირის გამო ვერ გამოვიდნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში.

"სერ­ხედ­ჯ­შივე" გაიმართა "თა­ვი­სუ­ფალ­თა" პირ­ვე­ლო­ბაც, თუმ­ცა იქ ჩვე­ნე­ბი არ გამოსულან.

და­ბო­ლოს, ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც იქა­ურ­თა შე­სა­ხებ - ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხ­ლისმე­და­ლო­სა­ნი და მსოფ­ლი­ოს პრი­ზი­ო­რი ვი­ტა­ლი რა­ჰი­მო­ვი (66) კა­რი­ე­რას ას­რუ­ლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული