ქართველი "ბერძენ-რომაელები" უნგრეთის ტურნირზე ძირითადი გუნდით გამოვლენ

AutoSharing Option
23 თებერვალს უნგრულ სომბათჰეიში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა "ოქროს დიდი პრიზის" რიგით მეორე ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ედნარ შავაძე (55), ლაშა გოგიტაძე, რევაზ ლაშხი (ორივე - 60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, მანუჩარ ცხადაია (ორივე - 74), რობერტ ქობლიაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი (84), სოსო ჯაბიძე, ირაკლი და მამუკა ქაჯაიები (სამივე - 96), სერგო გოგისვანიძე, გურამ ფერსელიძე (ორივე - 120).

ჩვენი ნაკრები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მინსკში, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ემზადებოდა ამ ტურნირისთვის, რაც 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის
პირველობისთვის შესარჩევი ეტაპია.

თავდაპირველი გეგმით, უნგრეთიდან ისინი თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ და ორ კვირაში ბორჯომში უნდა დაეწყოთ დასკვნითი შეკრება, მაგრამ მინსკში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა "სტაიკებში" ათდღიანი შეკრების დაფინანსება ითავა.

ამდენად, ახლა ჩვენები ისევ მინსკში დაბრუნდებიან, სადაც კიდევ ერთ ერთობლივ ვარჯიშებს ჩაატარებენ და ამის შემდეგ დაბრუნდებიან სამშობლოში. დასკვნით შეკრებას კი ბორჯომში გაივლიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული