ბეგი დარჩიამ ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
19-24 მარტს თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასაყვანი შემადგენლობა ბერძენ-რომაელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამაც დაასახელა.

წინასწარვე გეტყვით, რომ გვარიანი სიურპრიზიც შემოგვთავაზა - კონტინენტის პირველობაზე ზუსტად იმ გუნდით ვიასპარეზებთ, რაც ლონდონის ოლიმპიადაზე გვყავდა.

ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120) - აი, ასეთია დარჩიას ძველ-ახალი ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ ამათგან ლაშხი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია, ცხადაია - მესამე პრიზიორი, გეგეშიძე და ფერსელიძე კი მეხუთეზე გავიდნენ.

ნაკრები დასკვნით შეკრებას ბორჯომში
გადის, რომელიც გუშინ დაიწყეს. ეს შედარებით ხანმოკლე შეკრებაა იმის მიუხედავად, რომ ბერძენ-რომაელები ყველაზე გვიან - 23-24 მარტს ჭიდაობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მომავალ კვირაში ბერძენ-რომაელთა საევროპო გუნდი გაირკვევა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული