ევროპის ჩემპიონატი: გურამ ფერსელიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
23 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძენ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი (60) მეოთხედფინალში დამარცხდა.

ლაშხმა მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების მოჭიდავესთან ივან კუილაკოვთან წააგო.

ქართველის სპორტსმენი ბრინჯაოსთვის ბრძოლას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ კუილაკოვი ფინალში გავა.

პირველი პერიოდ ლაშხმა 3:1 მოიგო, მეორე და მესამეში კი რუსმა მოჭიდავემ 1:0 და 3:0 იამრჯვა.

მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ კი ნახევარფინალში ტიტულოვან თურქ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთან და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზორთან რიზა კაიალპთან ვერაფერი გააწყო და სუფთად დამარცხდა - ფერსელიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული