ევროპის ჩემპიონატი: რევაზ ლაშხი და სოსო ჯაბიძე მედლის გარეშე დარჩნენ

AutoSharing Option
სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებიდან მედლისთვის მხოლოდ გურამ ფერსელიძე იჭიდავებს, რომელიც ნახევარფინალში რიზა კაიალპთან დამარცხების შემდეგ პირდაპირ ბრინჯაოს ფინალში გავიდა.

სხვა "ბერძენ-რომაელი" მოჭიდავეებიდან ლაშა გოგიტაძემ მერვედფინალში თურქ უჩუნჩუსთან მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადართვა ვეღარ შეძლო, რადგან მეოთხედფინალში თავად თურქი დამარცხდა.

60-კილოში, სადაც რევაზ ლაშხი გამოდიოდა ასევე უმდელოდ დავრჩით - ლაშხის მძლეველი რუსი ფალავანი ფინალში გავიდა და ქართველი დამამშვიდებელ წრეში გაიყოლა, მაგრამ რეზომ რეპეშაჟის პირველივე შეხვედრა სლოვაკ იშტვან ლევაისთან უშანსოდ 0:5, 0:3 წააგო.

96-კილოში სოსო ჯაბიძემ სომეხ
ევროპის ჩემპიონ არტურ ალექსანიანთან მარცხის შემდეგ ჭიდაობა რეპეშაჟში განაგრძო, რადგან ალექსანიანი ფინალში გავიდა.

ჯაბიძემ დამამშვიდებელი ეტაპის პირველი შეხვედრა შვედ სტეფან შონს - 1:1, 2:0 მოუგო, ბრინჯაოს ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი თურქ სენკ ილდემთან 0:1, 0:2 დამარცხდა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.

www.tbilisichampionship.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული