გურამ ფერსელიძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაო მოუტანა

AutoSharing Option
23 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გურამ ფერსელიძე (120) ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილს დაუპირისპირდა და ორ პერიოდში გაიმარჯვა.

პირველ პერიოდში გურამმა ჩოქბჯენში შეძლო თავდაცვა, მეორეში კი მისმა მეტოქემ ხელი იტკინა და მართალია, ბრძოლა ბოლომდე ჩაატარა, მაგრამ ფერსელიძეს საბოლოო გამარჯვებაში ხელი ვეღარ შეუშალა.

მანამდე ფერსელიძემ ესტონელი ნაბის ძლევის შემდეგ ხორვატ მარკო კოსევიჩს 2:0, 5:1 აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას მეტოქედ სლოვაკი დევიდ ლენგლი ჰყავდა, ვინც 1:0, 3:0 დაჩაგრა.

ნახევარფინალში მძიმეწონოსანი ქართველი ფალავანი
ტიტულოვან თურქ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთან და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზორთან რიზა კაიალპთან დამარცხდა და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა.

23 მარტს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, ფერსელიძის გარდა, ლაშა გოგიტაძემ (55 კგ), რევაზ ლაშხმა (60 კგ) და სოსო ჯაბიძემაც (96 კგ) იჭიდავეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ.

ასევე იხილეთ:
ევროპის ჩემპიოანტი: რევაზ ლაშხი და სოსო ჯაბიძე მედლის გარეშე დარჩნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული