ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარმატება აზერბაიჯანში

AutoSharing Option
ბაქოს "სერხედჯის" საჭიდაო კომპლექსში მიმდინარე "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე" წარმატებით გამოვიდნენ ბერძნულ-რომაულად მოასპარეზე ჩვენი ახალგაზრდები და ჭაბუკები.

განსაკუთრებით - ჭაბუკები, რომლებმაც 11 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, 2 - ოქრო, 4 - ვერცხლი და 5 - ბრინჯაო.

ახალგაზრდების წილად 5 ჯილდოა - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჭაბუკებში ჩემპიონები გიორგი მელია (69) და ზვიად პატარიძე (100) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ნუგზარ წურწუმია (42), დავით ჩხარტიშვილი (50), ნუკრი შავაძე (76) და გიგა ქოქოლაძე (85) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - იური ლომაძე (54), გიორგი გუჯაბიძე (58), სულიკო
ვახტანგაძე
(63), ირაკლი თარხნიშვილი (76) და შოთა ცალუღელაშვილი (85). ახალგაზრდებიდან ჩემპიონობა შმაგი ბოლქვაძემ (66) და იაკობ ქაჯაიამ (120) იზეიმეს, ლაშა გობაძემ (74) ნუკრი ფერსელიძემ (96) ფინალები დათმეს, ირაკლი შავაძე (50) მესამეზე გავიდა.

გუნდურ ჩათვლაში ჭაბუკები მეორე, ახალგაზრდები კი მესამე ადგილზე გავიდნენ.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული