ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებში მწვრთნელები შეიცვალნენ

AutoSharing Option
13 მაისს ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები შეიცვალნენ.

ეროვნული ნაკრების მთვარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ ტატიშვილი იქნება, ხოლო მისი თანაშემწეები ბადრი ხასაია და ზაზა ჯიბლაძე გახდნენ. ეროვნული ნაკრების მრჩევლად კი ბეგი დარჩია დაინიშნა.

ახალგაზრდული ნაკრების ასევე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა სილაგაძე იქნება, ხოლო მისი თანაშემწეები მუხრან მაჭუტაძე და ოთარ ფევაძე გახდნენ. ახალგაზრდული ნაკრების მრჩეველი კი ლადო ადეიშვილი იქნება.

რაც შეეხება ჭაბუკთა ნაკრებს, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბედინაძე იქნება, ხოლო მას
დაეხმარებიან მამუკა სულთანიშვილი და ხვიჩა ქორიძე. მრჩევლად კი ვაჟა კრავეიშვილი დაინიშნა.

ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებების კურატორი ბაკურ გოგიტიძე გახდა.

ზემოთ აღნიშნული ყველა მწვრთნელი ნაკრებს წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს, ხოლო ნაჩვენები შედეგის მიხედვით გადაწყდება მათი მომავალი საქმიანობა ნაკრებში.

წლის ბოლოს კი უკვე საბოლოოდ დაინიშნება ის გუნდი, რომელიც მოჭიდავეებს ოლიმპიადამდე მოამზადებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული