ჭიდაობა ოლიმპიადაზე დატოვეს!

AutoSharing Option
საჭიდაო სამყარომ შვებით ამოისუნთქა - ბუენოს აირესში მიმდინარე სოკ-ის 125-ე სესიის დელეგატთა უმრავლესობამ - 49 წევრმა მხარი დაუჭირა 2020-2024 წლების თამაშებში ამ უძველესი ოლიმპიური სახეობის დარჩენას.

მისი კონკურენტებიდან ბეისბოლი-სოფტბოლმა 24, სქვოშმა კი 22 ხმა მიიღო.

ამდენად, ჭიდაობას უახლესი ოლიმპიადებიდან ამოღება არ ემუქრება, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ თუ რეალური რეფორმები არ გაატარა და ამ სახეობას თავდაპირველი სილამაზე არ დაუბრუნა; სამართლიანობა და ობიექტურობა უპირველეს საზრუნავად თუ არ გაიხადა, თამაშებიდან მისი ამოღების საკითხი დღის წესრიგში კვლავაც დადგება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჭიდაობამ სილამაზე ნამდვილად დაკარგა. ძირითადი ბრძოლა მიდის მოწინააღმდეგისათვის გაფრთხილების მიღებაზე. სულ ეგაა და ეგ! წესები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, თორემ მოსაწყენი საყურებელი გახდა!
Giorgi
11:27 09-09-2013
0
ჩვენთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებაა.... ვულოცავ ჭიდაობის დიდი ოჯახის წარმომადგენლებს ამ გადაწყვეტილებას და ველოდებით მომდევნო ოლიმპადებზე კარგ შედეგებს
დავით
10:27 09-09-2013
0

სიახლეები პოპულარული