ესენია: ბაჩანა ფუტკარაძე (55), რევაზ ლაშხი (60), საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე (84), ვასილ იმერლიშვილი (96) და ლევან არაბული (120).
როგორც ვხედავთ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხელმძღვანელთა დარად, ფედერაციის განკარგულება არც ტატიშვილმა დაარღვია და სეზონის უმთავრეს ტურნირზე მასაც მხოლოდ საქართველოს თასის გამარჯვებულები მიჰყავს.
მსოფლიოს ჩემპიონატი 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გაიმართება. ეს ნაკრები და "თავისუფლებიც" სადღეისოდ ბორჯომში სპორტკომპლექს "ოლიმპში" არიან დასკვნით შეკრებაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი