ბერძენ-რომაელებმა პირველივე დღეს 3 ოქრო მოიპოვეს, "თავისუფლებმა" - 2 ოქრო. ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონები რევაზ ლაშხი (66), გიორგი ცირეკიძე (80) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ, "თავისუფლებში" კი ზვიად მეტრეველმა (97) და გიორგი მეშვილდიშვილმა გაიმარჯვეს.
ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა ლაშხმა ფრანგი ტარიკ ბელმადანი 3:0, პოლონელი ედგარ მელკუმოვი 5:0, ნახევარფინალში იაპონელი კომა ტაკი 10:0, ფინალში კი ისევ პოლონელი გრჟეგორჟ ვანკე 5:0 დაამარცხა.
ცირეკიძემ მიყოლებით დაამარცხა სერბი დრაგუტინ დუკიჩი - 6:0,
მოლოდინისამებრ, ქაჯაიამ ძლიერად იჭიდავა და ქულაც არ დაუკარგავს, თვითონ კი სამ შეხვედრაში - იაპონელ შოთა სეგავასთან, ფრანგ იანიკ სზცზეპანეკთან და ფინალში ლიტველ მიზგაიტის მინდაუგასთან 19 ქულა დააგროვა. მას ყველაზე მეტად ევროპის პრიზიორ ლიტველთან გაუჭირდა - მხოლოდ 2:0 სძლია.
8 თებერვალს ჩვენი ბერძენ-რომაელებიდან უმედლოდ მხოლოდ რობერტ კობლიაშვილი (85) დარჩა.
მეტრეველმა ლატვიელ იმანტას ლაგოდსკისს 3:1 აჯობა, პოლონელი კამილ ვოიციჩოვსკი წმინდად დაამარცხა - 10:0, ნახევარფინალში ამერიკელი უეინ მიხალაკი 4:2 დაჯაბნა, ფიონალში კი ბულგარელ ლიუბენ ილიევს 2:1 მოუგო.
მეშვილდიშვილი არც ისე დიდი ხნის გადასულია მძიმე წონაში, პარიზში კი სულ ორი შეხვედრის გამართვა მოუწია - ბელგიელ გაჯი მურად ისტაფაევს ქულებით წმინდად აჯობა - 10:0, ამერიკელ ტირელ ფორტუნეს კი 7:2 სძლია. ტურნირი დღეს დასრულდება და, იმედია, ჩვენები მონაგარს კიდევ უფრო გაზრდიან.