2-2 ვერცხლი და ბრინჯაო. ტურნირის ვიცე-ჩემპიონები საჩინო დავითაია (66) და რობერტ კობლიაშვილი (85) გახდნენ, ვლადიმერ გეგეშიძე (85) და ზურაბ დათუნაშვილი (75) კი მესამეზე გავიდნენ.
დავითაიამ პირველ წრეში პოლონელი დავით კოზეცნიცკი 8:0 დაამარცხა, ნორვეგიელ მარიუს ტომესენს 7:4 სძლია, აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვს 10:1 მოუგო, ნახევარფინალში კი ხორვატ დომინიკ ეტლინგერს კვლავ 8:0 აჯობა, ვინც მანამდე წონის ლიდერი, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის
კობლიაშვილმა ფინალამდე სულ ორი სეხვედრა გამართა (პირველ წრეში ისვენებდა), მაგრამ ორივეში ტიტულოვანი მეტოქეები ჰყავდა - ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორები, ხორვატი ნენად ზუგაი და უნგრელი ვიქტორ ლორინცი, რომლებსაც დამაჯერებლად მოუგო, ფინალში კი ირანელ ტალებ ნემატპოურთან დამარცხდა.
ძირითად ბადეში სწორედ ირანელთან დამარცხდა გეგეშიძემ, ვინც დამამშვიდებელში იაპონელ ცუკასა ცურუმაკის და ნორვეგიელ რასმუს კჯორსტადს აჯობა.
დათუნაშვილი მეოთხედფინალში უკრაინელ ოსმან სალიევთან 8:0 და ეგვიპტელ ტარეკ ელსალასენთან 3:1 მოგებების შემდეგ მომავალ ჩემპიონთან, დანიელთა მსოფლიოს ვერცხლი მედალოსან მარკ მადსენთან დამარცხდა. დამამშვიდებელში ჩვენებურმა უნგრელ მარტინ ზაბოს 6:1, შვედ რობერტ რუსენგრენს კი 3:0 აჯობა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
სომბათჰეიში ტურნირი 2 მარტს დასრულდება, ჩვენგან კი ლაშა გოგიტაძე, გოდერძი დავითაძე (ორივე - 59), მინდია წულუკიძე, მანუჩარ ცხადაია (71), გიორგი ცირეკიძე (80), სოსო ჯაბიძე და ვასილ იმერლიშვილი (ორივე - 98) იასპარეზებენ.