მანამდე კურტანიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
დამღალა, მაგრამ ვერ გამტეხა!! რადგან არიან მართალნი... რაოდენობით ცოტანი მაგრამ არიან!... და მათვის სიცოცხლის გაწირვაც ალალია რადგან სამშობლოს რჩეულნი არიან!!!
ქართველთა გაუტანლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ! დათასი არ იყოს ვისაც ვაჭამე, ჩავაცვი, დავახურე, თანამდებობეზე დავნიშნე და ამ შესაძლებლობებით პირდაპირი გაგებით ათიათასობით პრემიებს ირგებენ უამრავნი, რაც ძალიან
მიხაროდა და ეს სიხარული დამცირების ტალღად მიქციეს. უანგაროდ ეს ორი წელი ვემსახურე, როცა მათი პირობების სიკეთეზე ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გზად დაღლილს მანქანაში უამრავჯერ ჩამძინებია და ასე ამ ხალხს როგორც გმირებს ისე მივმართავდი... და რა?
დამცირება, შეურაცხყოფა. გაუგონარი ლანძღვა... ისევ ამ ხალხისგან რატომ? რისთვის?! მე ხო სიცოცხლის ფასად ვიბრძოდი თქვენი ღირსებთსვის, ნუთუ დამივიწყეთ? მე ხო არფერს ვითხოვდი თქვენგან? და თუ ვითხოვდი და მოვითხოვდი დაუნდობელი ბრძოლით ეს იყო მართალი საქართველო თქვენთვის...
ეს არ არის ის საქართველო...! მაპატიეთ ეს ჩემი ბოდვა.. მაგარმ ალბათ ღირს დაფიქრება... ყველაზე დიდი თანამდებობა მართალი კაცობაა! ეს საზომი კი ყველას თავისი აქვს!