მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს

AutoSharing Option
ბულგარულ პლოვდივში მიმდინარე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში 12 ოქტომბერს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ტურნირი დასრულდა, ჩვენგან კი ამ სტილში ბოლო მონაწილემ - გელა გელაძემ იასპარეზა, ვინც ყველაზე ახალგაზრდებში, A დივიზიონში, ანუ 35-39-წლამდელთა შორის გამოვიდა 78 კილოგრამში.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა წარუმატებლად იასპარეზა - პირველივე შეხვედრა დათმო სამხრეთაფრიკელ ხუან ნელთან და შეჯიბრებასაც გამოეთიშა.

დღეს ასპარეზობაში უკვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც ჩაებმებიან, სადაც ორი მონაწილე გვეყოლება. მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი ლუკა კურტანიძე მეორე ასაკობრივ, B კატეგორიაში გამოვა, ოღონდ - 100 კილოგრამში, პირველ
შეხვედრას კი რუმინელ ადრიან რეკორეანთან ჩაატარებს. მოგების შემთხვევაში მისი მეტოქე ამერიკელი ოქტავიუს ტრევონ ბელამი იქნება.

"თავისუფლებში" ჩვენი მეორე მონაწილე ჯემალ კილაძე შაბათს იჭიდავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული