კვირის დასაწყისში სერბულ სიბოტიცაში, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე დიდი წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, რომლებმაც 10 წონიდან 9-ში მედალი მოიპოვეს (3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო), კვირის ბოლოს კი იმავე ტურნირზე არანაკლები წარმატებით იასპარეზეს ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა", რომლებმაც სამივე სინჯის 2-2, ანუ ჯამში 6 მედალი მოიპოვეს.
კონტინენტის ჩემპიონები ხულოელი ლერი აბულაძე (54) და სართიჭალელი აივენგო რიკაძე (63) გახდნენ, ფინალში დამარცხდნენ ბათუმელი დავით ფუტკარაძე (42) და ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე (46), ხოლო ხობელი ჯონი ხეცურიანი (58) და ბორჯომელი თემურ
გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეორეზე გავიდა რუსეთის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ მედლების უმეტესობა (ფუტკარაძის ვერცხლის და ხეცურიანის ბრინჯაოს გარდა) ჩვენებმა მეორე დღეს მოიპოვეს.
ჩემპიონებმა ამგვარ წარმატებას პირველად მიაღწიეს, თუმცა აბულაძისგან ეს მოულოდნელი არ იყო - რამდენიმე წლის წინ მან, ჯერ კიდევ 14 წლისამ, საქართველოს ჩემპიონატი მოიგო უფროსებში. უბრალოდ, მაშინ მწვრთნელებმა სრულიად სამართლიანად ისევ ასაკობრივ ნაკრებში დატოვეს, თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარებოდა.
სხვათა შორის, სუბოტიცაში მისი ძმა ოთარ აბულაძეც ჭიდაობდა 50 კილოგრამში, მაგრამ უმედლოდ დარჩა.
ლერიმ სერბეთში წმინდად ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო, თუმცა ეს მის გამოსვლას არ ჩრდილავს. თავდაპირველად სომეხ ტიგრან მინასიანს აჯობა - 6:1, რუმინელ ალექსანდრუ ტრანდაფირთან 3:2 იმარჯვა, ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდრე გინცს 4:1 მოუგო, ფინალში კი 3:2 დაამარცხა რუსი დმიტრი ჩიგირევი.
ფოტოზე: ლერი აბულაძე
რიკაძემ ფინალური შეხვედრა 40 წამში მოიგო - უკრაინელ ფარვიზ ნასიბოვს ორჯერ 4-ქულიანი გდება გაუკეთა. ჩვენებური ურიგოდ არც წინასწარ პაექრობებში გამოიყურებოდა - სასტარტო შეხვედრაში რუმინელი ალექსანდრუ დოსოფტეი ასევე წმინდად, 9:0 გაიარა, მოლდოველ ანატოლი პოპოვს 6:0 აჯობა, მეოთხედფინალში ჩეხ იაკუბ ბილეშს - 3:1, ხოლო ნახევარფინალში რუს ასლან ტოლოვს 8:5 მოუგო.
ჩემპიონობამდე თითო მოგება დააკლდათ ჩვენი გუნდის მჩატეწონოსნებს - ფუტკარაძე რუს ვლადიმირ ზაბევოროტასთან სულ მცირედით, 1:2 დამარცხდა, შოთაძემ კი თურქ კერემ კამალს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 1:10.
ბრინჯაოსთვის შეხვედრა მალე და ძლევამოსილად მოიგო ჭკუასელიძემ, რომელმაც რუმინელი სერგიუ დელინჩი 27 წამში ბეჭებზე დადო. ამ გუნდში ყველაზე გამოცდილი ხეცურიანი იყო, რომელიც ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებულია, თუმცა მაშინ 50-ში გამოდიოდა, წლეულს კი ახალ წონაში იასპარეზა.
ამათ გარდა, სუბოტიცაში ევროპის შარშანდელი გამარჯვებული ნიკოლოზ ჭიკაიძე (69), გიორგი შავაძე (85) და ბექა მაკარიძე (100) ჭიდაობდნენ. ამ სამეულიდან მედალს მხოლოდ ჭიკაიძე მიუახლოვდა, მაგრამ მაინც მეხუთეზე დარჩა.
სერბეთში ჩვენი გოგოებიც გამოდიოდნენ. ბოლო დღეს დარჩენილი იყო მხოლოდ ორი მონაწილე. იმათგან მარიამ კარელიძე (40) პირველი შეხვედრიდან გამოვარდა, ხოლო ანი ნაზარაშვილმა (52) ერთი პაექრობა მოიგო - ებრაელი ჰავია პისახოვი წმინდად დაამარცხა, 10:0, მაგრამ მომდევნო ორთაბრძოლა თვითონაც დათმო ფრანგ მალისე ჰაჩემისთან.
ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი. კვარცხლბეკი
42 კგ
1. ვლადიმირ ზაბევოროტა (რუსეთი), 2. დავით ფუტკარაძე (საქართველო), 3. ნიკოლა მენგეტი (იტალია), ვლადისლავ კუზკო (უკრაინა).
46 კგ
1. კერემ კამალი (თურქეთი), 2. გიორგი შოთაძე (საქართველო), 3. ანზორ კარაგულოვი (რუსეთი), ზაურ ნურიევი (აზერბაიჯანი).
50 კგ
1. ემინ სეფერშაევი (რუსეთი), 2. დიმიტარ სანდოვი (ბულგარეთი), 3. აბდუსალამ ბასარი (თურქეთი), ჯოვანი ფრენი (იტალია), 9. ოთარ აბულაძე (საქართველო)
54 კგ
1. ლერი აბულაძე (საქართველო), 2. დმიტრი ჩიგირევი (რუსეთი), 3. აჰმეტ უიარ (თურქეთი), ტიგრან მინასიანი (სომხეთი).
58 კგ
1. მეხდი იაკიაევი (რუსეთი), 2. ანდრეი გინცი (გერმანია), 3. ჯონი ხეცურიანი (საქართველო), იაჰორ ვლადიკა (ბელორუსი).
63 კგ
1. აივენგო რიკაძე (საქართველო), 2. ფარვიზ ნასიბოვი (უკრაინა), 3. ფატიჰ დემირი (თურქეთი), ასლან ტოლოვი (რუსეთი).
69 კგ
1. ალექსანდრ კომაროვი (რუსეთი), 2. ქერიმ ილმაზი (თურქეთი), 3. ულვი განიზადე (აზერბაიჯანი), სამუელ ნიკუ ოჯოგი (რუმინეთი), 5. ნიკოლოზ ჭიკაიძე (საქართველო).
76 კგ
1. ისლამ ოპიევი (რუსეთი), 2. დმიტრო კილაშოკი (უკრაინა), 3. თემურ ჭკუასელიძე (საქართველო).
85 კგ
1. გერარდ კურნიცზაკი (გერმანია), 2. არვი სავოლაინენი (ფინეთი), 3. იჰარ იარაშევიჩი (ბელორუსი), მარკუს რაგინგერი (ავსტრია), 5. გიორგი შავაძე (საქართველო).
100 კგ
1. ჯამალ ფაიზიევი (აზერბაიჯანი), 2. შარაფ ალიხანოვი (რუსეთი), 3. იშტვან ბერეი ლენარდი (რუმინეთი), რობერტ ერსეკი (უნგრეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"