09:43 09-09-2015
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: გობაძემ საქართველოს პირველი მედალი მოუტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ბედის ირონიით, ერთადერთ წარმატებას მაინცდამაინც არაოლიმპიურ წონაში მივაღწიეთ - 80 და 71 კილოგრამები არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი იმ დონის განძია, კბილი რომ არ მოესინჯება. უბრალოდ, დღემდე ულიცენზიოდ ვრჩებით და მათ მოსაპოვებლად ზრუნვა სალიცენზიო შეჯიბრებებში მოგვიწევს, რაც დამატებითი შრომა და ხარჯია.
23-წლიანებში ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით მომგებმა და ტახტის ზეპრესტიჟული ტურნირის ერთადერთმა ქართველმა "ბერძენ-რომაელმა" ჩემპიონმა გობაძემ მხოლოდ ნახევარფინალი დათმო თურქთა მომავალ გამარჯვებულ სელჯუკ ცებთან. ვფიქრობთ, იქაც უფრო ცაიტნოტის გამო იჩქარა - მეტოქე ჩოქბჯენში სასტვენამდე 25 წამით ადრე ჩაუყენეს და კარგად ვერ შეკრა ხელები, ილეთი საფუძვლიანად ვერ მოამზადა. თან გობაძე ცოტა რთულ გზას ირჩევს ჩოქბჯენში - ლეიბიდან სწევს მეტოქეს და ფეხზე მდგომი აგდებს, ამდენისთვის დრო კი არ ეყო და გამოცდილმა ცებმა (მესამედ მოიგო მსოფლიო) გდება დაუხურა - 2:4.
თუმცა მანამდე მეოთხედფინალში გობაძემ ჭიდაობის გაკვეთილი ჩაუტარა რუს ევგენი სალეევს - პასიურობისთვის დგომში ჩაყენებული მეტოქე ხელში აიტაცა და მაღალი ტრაექტორიით ზურგს უკან გდებით 5-ქულიანზე დაახეთქა ლეიბზე.
ჩვენებურმა წინასწარ შეხვედრებშიც დიდი უპირატესობით იმარჯვა - ბერძენ ნიკოლაოს ვარკასს ჩოქბჯენიდან აყვანის შემდეგ დგომში ორჯერ გაუკეთა 4-ქულიანი გდება და 11:0 მოუგო, სერბი პეტარ ბალო კი 8:2 დაჯაბნა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაც წმინდად მოიგო - ყაზახ აშხატ დილმუხამედოვს 8:0 მოუგო.
სამწუხაროდ, 8 სექტემბერს მოასპარეზე სხვა ჩვენებურები პირველსავე ეტაპზე დამარცხდნენ: მურად მიქელაძემ ხორვატ ივან ლიზატოვიჩთან 2:4 წააგო, გოგა აფრიამაშვილმა (71) შვედ კნუტ ზაკარიას ტალროტთან 2:3 დათმო, იაკობ ქაჯაია (130) კი ესტონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰეიკი ნაბისთან 0:1 დამარცხდა.
"ბერძენ-რომაელთა" ტურნირი დღეს, 9 სექტემბერს მთავრდება და იწყება ქალებისა. ვაჟთაგან დღეს მხოლოდ 85 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, რომელიც ოლიმპიური წონაა. ჩვენგან მათე სოფაძე იასპარეზებს და პირველ წრეში სამხრეთაფრიკელ დეან ვან ზილს შეხვდება, თუმცა აქვე არიან უნგრელი მსოფლიოს ორგზის პრიზიორი ვიქტორ ლორინცი და უკრაინელთა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი იან ბელენიუკი. რუსებს კვლავ ეყოლებათ ევროპული თამაშების გამარჯვებული დავით ჩაკვეტაძე.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ზვიადი
მეგობრებო,
პოლიტიკა ნაკლებ მნიშვნელოვანია,
პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ს ხარისხზე მაქვს საუბარი.
რ ა გ ბ ი ს ფედერაცია ა რ შეცვლილა,ყველაზე პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული და შედეგების შესაბამისია და,თუნდაც წავაგოთ ტონგასთან,მაინც დ ი დ ი პროგრესს და წარმატებები უთუოდ იქნება!
სხვა სახეობაში...
თქვენს პირს შაქარი,მაგრამ,ოლიმპიადის ლიცენზიებს,რომ დავითვლით,მერე ვ ი ს ა უ ბ რ ო თ,
ვშიშობ გ ვ ი ა ნ არ იყოს მერე მიზეზების ძებნა!
რეგრესი თუ ვინმეს აქვს, ზოგიერთი სპორტსმენია, ადრე ოლიმპიურ ოქროს რომ ეპოტინებოდა და დღეს საქართველოს მასშტბითაც კი ვეღარ არის პირველი...
ხან კვერცხებით ირბინეს, ხან კარი ჭედეს და ხან მიტინგები მართეს და აბა რა იქნებოდა.ვისაც ვარჯიში არ ეზარება და საქმეს სერიოზულად ეკიდება, ის წარმატებებსაც აღწევს.