შმაგი ბოლქვაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა პირველი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. ქართველი ფალავანი შმაგი ბოლქვაძე ევროპის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ტურნირის ფინალში გავიდა და ოლიმპიური ლიცენზიაც გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ სერბულ ზრენიანში იმართება ევროპის ქვეყნების  პირველი სალიცენზიო ტურნირი რიოს ოლიმპიური თამაშებისათვის, სადაც ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

ბოლქვაძემ ფინალამდე სამ მეტოქეს მოუგო: მარიუს ტომესენს 6-0, ბულგარელ კონსტანტინ სტასს 4-0, ხოლო ნახევარფინალში პოლონელი დავიდ კარეჩინსკი 5-0 დაამარცხა.

ერთი გამარჯვება დააკლდა ლიცენზიის მოსაპოვებლად ზურაბ იაკობიშვილს (65), რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა 2-3 დათმო უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან.

სამწუხაროდ, დამარცხდა რევაზ ლაშხი (59) მეოთხედფინალში
ნორვეგიელ სტიგ ანდრე ბერგთან - 2-6 და გამოეთიშა ოლიმპიური ლიცენზიისათვის ბრძოლას, თუმცა წინ კიდევ ორი სალიცენზიო ტურნირი გველოდება, სადაც ქართველები შეეცდებიან დარჩენილი ოლიმპიური საგზურების მოპოვებას.

ფინალები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული