ზურაბ დათუნაშვილმა და იაკობ მაქარაშვილმა რიოს ლიცენზიები მოიპოვეს

AutoSharing Option
ფოტოზე: იაკობ მაქარაშვილი
16 აპრილს, სერბულ ზრენიანში მიმდინარე პირველ სალიცენზიო ტურნირში ქართველმა მოჭიდავეებმა რიოს ოლიმპიადის კიდევ ორი საგზური გაინაღდეს.

ტურნირის ფინალში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (75) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე იაკობ მაქარაშვილი (74) გავიდნენ, რითაც ლიცენზიები მოიპოვეს. ქართველი ფალავნები ფინალურ შეხვედრებს მოგვიანებით გამართავენ. ფინალები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

დათუნაშვილმა ფინალში გასვლამდე ბულგარელ ილიან გეორგიევს 3-2, თურქ ემრაჰ კუშის 3-2 და სომეხ კარაპეტ ჩალიანს 2-1 სძლია. დათუნაშვილმა ფინალში გასვლით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ლიცენზია მოუტანა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ზურაბ
დათუნაშვილი


მაქარაშვილმა ბერძენ ალექსანდროს სამანიდისის 10-0, გერმანელ მარტინ ობსტის 7-6 და ესპანეთს სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ ფრიევს 12-8 მოუგო. მაქარაშვლიმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეხუთე ლიცენზია მოუტანა.

სამწუხაროდ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (85) ჩეხ არტურ ომაროვთან 1-6.

შეგახსენებთ, რომ ზრენიანში იმართება ევროპის ქვეყნების პირველი სალიცენზიო ტურნირი რიოს ოლიმპიური თამაშებისათვის, სადაც ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ოლიმპიური ლიცენზია გუშინ შმაგი ბოლქვაძემ (66) მოუპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული