გუშინ, 27 აპრილს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებმა იასპარეზეს, ჩემპიონები კი ნუგზარ წურწუმია (50) და გიორგი მელია (85) გახდნენ. ოქროს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა დავით ჩხარტიშვილს (55), ბრინჯაოს მედლებს კი იური ლომიძე (74), ირაკლი შავაძე (60) და გურამ ხეცურიანი (84) დაეუფლნენ.
ამავე სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა მსგავსად, დამამშვიდებლის ქართული ფინალები აქაც ვიხილეთ, ოღონდ მხოლოდ ერთი: ლომიძემ ბრინჯაოსთვის პაექრობაში თანაგუნდელი მინდია ბოლქვაძე 6:3 დაამარცხა. ბოლქვაძის
ოღონდ, ჭაბუკებისგან განსხვავებით, ახალგაზრდებში ქართულ-აზერბაიჯანული ფინალი მხოლოდ ერთხელ გაიმართა და ისიც წავაგეთ: ჩხარტიშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა მასპინძელ ნოფალ ბაბაევთან სუფთად, 0:8 დათმო.
წურწუმია ამ ნაკრებში ერთ-ერთი გამოცდილია და წარმატებულიც. ბაქოში მან ფინალში ყირგიზი სერდარ კონისბაევი მინიმალური სხვაობით, 3:2 დაამარცხა. მელიაც ასევე "ძველი გვარდიიდანაა", თუმცა წურწუმიას ჩამორჩება სტაჟის ხანგრძლივობით. მას აშკარად წაადგა წონის შეცვლა - 85-ში გადმოსვლისთანავე თანატოლებში ევროპა-მსოფლიოზე მედლები მოიპოვა. ბაქოში მან გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი ვლასენ კოზლიუკი დაამარცხა მეტად იოლად, სუფთად - 9:0.
დამამშვიდებლის ფინალში შავაძემ თურქი მეჰმეთ ჩეკერი 5:4 დაამარცხა. იმავე ეტაპზე თურქს აჯობა ხეცურიანმაც - ალი ჩენგიზს 3:3-ზე დამატებითი მაჩვენებლებით მოუგო.
ზაზა სილაგაძის გაწვრთნილი ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 59 ქულით მეორეზე გავიდა, პირველი კი აზერბაიჯანია 60-ით. მესამე ადგილი თურქეთს დარჩა 56-ით.
დღეს, 28 აპრილს, "ფედერაციის თასის" გათამაშებაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები ჩაებმებიან. მათ შორის ჩვენი ნაკრებიც იქნება, რომელიც იქ გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებს.
თავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები
42 კგ. გიორგი ჭოლაძე
46 კგ. სიმონ ბერიძე, გიორგი ნიშნიანიძე, გიორგი სურმანიძე, დიმიტრი სალდაძე, ლუკა ქარჩხაძე
50 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე, გია უღრელიძე
54 კგ. რამაზ თურმანიძე, თემურ ბერუაშვილი, თორნიკე ქათამაძე
58 კგ. გიორგი ელბაქიძე, ბაგრატ გაგნიძე, ვლადიმერ კაკოშვილი, ამირან ვახტანგაშვილი, გოდერძი ძებისაშვილი
63 კგ. ცოტნე აბალაკი
69 კგ. აგილ მამადოღლი, გოგა მამიაური, გაგა გარჩაკუდაშვილი, დანიელ მარქარაშვილი
76 კგ. მირიან მაისურაძე, გიორგი ბრეგვაძე, დავით მართაშვილი
85 კგ. ლაშა ბაირამოვი, დავით ქოჩქიანი
100 კგ. ელგუჯა ბალანჩივაძე, ზაურ ტაბატაძე, ზაალ ფსუტური
მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე
მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, კახაბერ დობორჯგინიძე, თენგიზ კიკაბიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"