რიოს ოლიმპიადის ლიცენზია კობლიაშვილმა და ქაჯაიამ მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ ორი ლიცენზია მოიპოვა - სტამბოლში მიმდინარე ბოლო სალიცენზიო ტურნირის ფინალში რობერტ კობლიაშვილი (85) გავიდა, რითაც გაინაღდა რიო დე ჟანიროში ასპარეზობის უფლება.

ევროპის წლევანდელმა ვიცე-ჩემპიონმა კობლიაშვილმა ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო - ბრაზილიელ რონისონ ბრანდაო სანტიაგოს სუფთად, 8:0 მოუგო, ლიტველ ლაიმუტის ადომაიტისს 4:1 სძლია, ნახევარფინალში კი ყაზახ დანიელ გაჯიევს 2:1 აჯობა. ის ფინალში გერმანელ დენის კუდლას შეხვდება.

იაკობ ქაჯაიამ თავიდან ორი შეხვედრა წმინდად მოიგო - ბერძენი ქსენოფონ კოუციმპასი ცოტა კი გაუძალიანდა, მაგრამ ჩვენებურმა მაინც 8:0 მოიგო,
მერე კი 58 წამში ასეთივე ანგარიშით ტუნისელი რადუან ჩები დაამარცხა. ნახევარფინალში ქაჯაიამ 9:0 მოუგო უნგრელ მიხალ დეაკ-ბარდოსს.

სამწუხაროდ, ულიცენზიოდ დავრჩით 59 კილოგრამში, სადაც ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი რევაზ ლაშხი ჭიდაობდა. მან ინდოელ რავინდენ სინგჰს კი მოუგო, მაგრამ დამარცხდა ამერიკელ დევიდ ტილკესთან.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 5 ლიცენზიაა: 66, 75, 85, 98 და 130 კილოგრამებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული