პირველ ივნისს გამთენიისას, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა.
3-5 ივნისს ქალაქი პონტევედრა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და მედლები ტრადიციულად, 10 წონით კატეგორიაში გათამაშდება.
საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ჩაებმებიან:
55 კგ - ფრიდონ აბულაძე (აჭარა)
60 კგ - დიეგო ჩხიკვაძე (აჭარა)
63 კგ - ლერი აბულაძე (აჭარა)
67 კგ - გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი-ორც)
72 კგ - ოთარ აბულაძე (აჭარა)
77 კგ - ნიკა შერბაკოვი (თბილისი)
82 კგ - ბექა გურული (რუსთავი)
87 კგ
97 კგ - კოკა ღარიბაძე (თბილისი)
130 კგ - რობინზონ ესაძე (ოზურგეთი)
ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ლაშხმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ჭიდაობისთან ფედერაციასთან კომენტარი გააკეთა.
"ოპტიმალური შემადგენლობით მივდივართ. აქამდე გავიარეთ რამდენიმე შეკრება და ტურნირი. ნაკრების წევრები ყველანაირად მზად არიან და რაც მთავარია ამ ეტაპზე ტრავმები არავის აწუხებს. ველოდებით უკეთესს შედეგს, ვიდრე შარშან გვქონდა".