ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ზაზა სილაგაძის კოზირები

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაზა სილაგაძე ახალი ტრიუმფისთვის ემზადება

21-26 ივნისს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის, რომელშიც ჩვენგან მხოლოდ ბიჭები გამოვლენ, ორივე სტილში, გოგოებში კი მონაწილე არ გვეყოლება.

ჩემპიონატში თავდაპირველად ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავენი ჩაებმებიან, რომლებიც 21-22 ივნისს იჭიდავებენ. ამიტომ რუმინეთშიც პირველად ისინი წავლენ - 19 ივნისს, გამთენიისას გაფრინდებიან. იმათგან თავდაპირველად საჭიდაოდ 50, 60, 74 და 96 კილოგრამის ფალავნები გავლენ, დანარჩენები კი მეორე დღეს იასპარეზებენ.

"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები დასკვნით შეკრებას წყალტუბოში გადის, მთავარმა მწვრთნელმა ზაზა სილაგაძემ კი ნაკრებში მხოლოდ პირველი ნომრები
დააყენა, ქვეყნის ჩემპიონები. მან უკვე რამდენიმე შეჯიბრებაში გამოსცადა ეს გუნდი და ყველგან თითქმის 100%-იანი შედეგები ჰქონდა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ექსპერიმენტებს არც მიმართა.

ზოგადად, ბოლო წლებში ეს გუნდი ჩინებული შედეგებით გამოირჩევა, იმის მიუხედავად, რომ თაობათა ცვლა პერიოდულად ხდება, ანუ იცვლებიან ფალავნები, დიდებში გადადიან. ამის მიუხედავად, შედეგი მაინც აქვთ.

მაგალითად, შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 წონიდან 5-ის ფინალში იჭიდავეს და 4 ოქრო დაისაკუთრეს, შარშანწინ კი ერთი ოქრო და 3 ბრინჯაო ჰქონდათ (სხვათა შორის, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66) გახდა, ვინც ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა და უფროსებში ევროპის მესამეპრიზიორობაც მოასწრო).

ევროპის პირველობაზე ბოლო ორ წელიწადში ერთნაირი შედეგით გამოდიან: 6 მედალი, რომელთაგანც 2 ოქროა, 4 კი - ბრინჯაო.

თაობათა ცვლა ამ გუნდს წლეულსაც შეეხო: ეროვნულ ნაკრებში გადავიდნენ შარშანდელი ევროპის ჩემპიონი ირაკლი შავაძე (55) და მსოფლიოს ორი შარშანდელი ჩემპიონი, რომლებმაც ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვეს: გელა ბოლქვაძე (75; ეს წლეულს 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონი გახდა) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96).

თუმცა გუნდში მაინც რჩება რამდენიმე გამოცდილი და ტიტულოვანი მოზარდი. მათ შორის - ქუთაისელი მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე, ვისაც შარშან ევროპის ჩემპიონატზე ჩინებული გამოსვლისთვის მსოფლიოს ფედერაციის საიტმა "ახალგაზრდა ლომი" უწოდა და ვინც ბოლო ორი სეზონია, ჯერ ჭაბუკებში, ახლა კი ახალგაზრდებში დუბლს ასრულებს, ანუ ევროპის პირველობასაც იგებს და მსოფლიოსასაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზაა ჯიგარი ხარ და ჯიგრულად უდგები სჰენს საკვარელ საქმესს სჰედეგსაც ვხედავტ გულსჰემატკივრებიი გმერტმა დაგლოცოსსს
kakula
10:04 18-06-2016
0
მიდი ზაზა მიაწექი, მაგარი მწვრთნელი ხარ და მაგარი შედეგებიც იმიტომ არის ყოველთვის თაობათა ცვლის მიუხედავად. კაცი რომელიც პროფესიონალიზმის გარდა თავის გულს დებს საქმეში, ყოველთვის მაღალ დონეზე გამოუვა ყველაფერი. წარმატებებს გისურვებ ბუქარესტში, ბევრი ოქრო ჩამოგეტანოთ.
შოთა
16:38 17-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული