ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ნუგზარ წურწუმია ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია!
მთლიანობაში, ზაზა სილაგაძის ნაკრებმა რუმინეთში 8 წონი
ზოიძე თავის ასაკში ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერია. მას მედლები არც ჭაბუკებში აკლდა და წარმატებას ახალგაზრდებშიც აგრძელებს. ის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია, ხოლო რუმინეთში ბედმა ისე ინება, რომ ტურნირი დაიწყო და დაამთავრა ქვედა წონაში ევროპის შარშანდელ ფინალისტებთან შეხვედრით: პირველივე წრეში თურქი ევროპის ჩემპიონი მურატ ფირატი 8:1 დაჯაბნა, ფინალში კი უკრაინელი ფინალისტი ფარვინ ნასიბოვი 10:0 გაანადგურა.
ზოიძემ თურქთან მოგებით თამამი განცხადება გააკეთა ჩემპიონობაზე, უფრო განამტკიცა: რუმინელ კლაუდიო ემანუელ პაპს 11:3 აჯობა, ნახევარფინალში კი ხელვაჩაურელმა ფალავანმა ბულგარელი დავიდ ტიხომიროვ დიმიტროვი 8:0 დაამარცხა. ზოიძეს მხოლოდ მეოთხედფინალში გაუჭირდა რუს გლებ ბატიანინთან, ვისაც 5:5-ზე მოუგო. ფაქტია - ზოიძე მომავალ ოლიმპიურ ციკლში ამ წონაში ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
სილაგაძეს მძიმე წონაშიც ისეთი ფალავანი ჰყავდა, წინასწარ თამამად მიიღებდა მილოცვებს ჩემპიონობაზე: ზედიზედ მესამე სეზონია, ქუთაისელ პატარიძეს ჯერ ჭაბუკებში, მერე კი ახალგაზრდებში ევროპა-მსოფლიოზე შეხვედრა არ წაუგია და ბუქარესტშიც ქულის დაუკარგავად გაიმარჯვა. არადა, მეტოქეებიც ძლიერები ჰყავდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა წმინდად დაამარცხა მასპინძელი ლენარდ იშტვან ბერეი - 9:0, მერე კი ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო ერთნაირი ანგარიშით, 5:0: პოლონელ რაფალ პლოვიჩთან, ნახევარფინალში თურქთა ევროპის შარშანდელ მესამეპრიზიორ ოსმან ილდირიმთან და ფინალში რუს ნიკოლაი ისმაილოვთან. აღსანიშნავია, რომ პატარიძემ ფინალში შარშანაც რუსს აჯობა, ოღონდ - გაჯი მაგომედოვს.
55 კილოგრამში შარშან ევროპის ჩემპიონი ირაკლი შავაძე გახდა, ჩხარტიშვილი კი გუნდის დებიუტანტია. მან საკვალიფიკაციოში პოლონელ იაკუბ თადეუშ ჩიგლინსკის დამაჯერებლად, წმინდად მოუგო - 9:0, მაგრამ მერე დამარცხდა აზერბაიჯანელ ნოფალ ბაბაევთან, ვინც ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ოღონდ - ქვედა წონაში. ეს შეხვედრა ფრიად დაძაბული გამოდგა და 5:5 დასრულდა.
სანუგეშო წრეში ჩხარტიშვილმა თურქი ერკემ სულეიმან ოზთურქი 12:5 გაანადგურა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი რუმინელ თეოდორ ჰორათაუს ასევე წმინდად, 9:1 აჯობა.
გუშინ ჩვენებიდან უმედლოდ მხოლოდ გურამ ხეცურიანი (84) დარჩა, თუმცა ნახევარფინალში ისიც გავიდა, ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მგრამ მეხუთეზე დარჩა. ის ალი ცენგიზთან დამარცხდა ნახევარფინალში - 2:5, მანამდე კი სამი შეხვედრა მოიგო: შვეიცარიელ სამუელ შერერს 6:1 აჯობა, უნგრელთა ევროპის შარშანდელ მესამეპრიზიორ ბერტალან პაპს - 2:1, ხოლო ბულგარელ კირილ მილენოვ მილოვს ასევე 6:1 მოუგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ხეცურიანი რუს ვლადისლავ კულპასთან 0:4 დამარცხდა.
დღეს და ხვალ რუმინეთში ევროპის ახალგზრდულ ჩემპიონატში გოგონები იჭიდავებენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი 25-26 ივნისს იასპარეზებენ.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
კვარცხლბეკი
55 კგ
1. ნოფალ ბაბაევი (აზერბაიჯანი)
2. ჟორა აბოვიანი (უკრაინა)
3. დავით ჩხარტიშვილი (საქართველო)
3. არტურ პეტრისიანი (რუსეთი)
66 კგ
1. რამაზ ზოიძე (საქართველო)
2. პარვიზ ნასიბოვი (უკრაინა)
3. დევიდ დიმიტროვი (ბულგარეთი)
3. სანან სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)
84 კგ
1. ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი)
2. ალი ჩენგიზ (თურქეთი)
3. ვლადისლავ კულპა (რუსეთი)
3. ივან ჰუკლეკი (ხორვატია)
120 კგ
1. ზვიად პატარიძე (საქართველო)
2. ნიკოლაი იზმაილოვი (რუსეთი)
3. ოსმან კენანი (თურქეთი)
3. პაველ რუდაკოვი (ბელორუსი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"