ლომი ისევ ლომობს - ქართველი ახალგაზრდების მორიგი ტრიუმფი მსოფლიოზე [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ტრიუმფით იასპარეზა თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატში და 31 აგვისტოს კიდევ სამი ოქრო მოიპოვა, მთლიანად კი მათ ანგარიშზე 5 ჯილდოა - 4 ოქრო და 1 ბრინჯაო.

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონები ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი (55), ხელვაჩაურელი რამაზ ზოიძე (66) და ქუთაისელი ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. წინა დღეს ანალოგიური წარმატება სამტრედიელმა გიორგი მელიამ (96) მოიპოვა, მესამეზე კი ხობელი ნუგზარ წურწუმია (50) გავიდა.

ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაშიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა - 51 ქულა. მეორეზე რუსეთია 40-ით, მესამეზე - ირანი 34-ით.

ამ გუნდის
მთავარმა მწვრთნელმა ზაზა სილაგაძემ კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაგვაოცა ტრიუმფალური წარმატებით - 8 წონიდან 4 ოქრო, ჯამში კი ხუთი მედალი, რასაც მხოლოდ უძლიერესი გუნდები თუ აღწევენ.

საინტერესოა, რომ ამ ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი შარშანაც თითქმის ანალოგიური შედეგით დაასრულა - 5 მედალი, მათ შორის 4 ოქრო და 1 ვერცხლი. ამ ხუთი მედალოსნიდან სამი ისევ გუნდშია - წურწუმია, ზოიძე და პატარიძე. ამათგან ზოიძე და პატარიძე ზედიზედ მეორედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, წლეულს კი ორივემ ასევე წყვილად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. კონტინენტის პირველობაზე სილაგაძის შეგირდებმა ექვსი მედალი ირგუნეს - სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

თუმცა სტატისტიკაზე ბევრად მნიშვნელოვანი მათი ჭიდაობის ხარისხია - ფიზიკურად მშვენივრად არიან მომზადებულები, სუნთქვაც ჰყოფნით, არც იღლებიან და ტექნიკურადაც ჭიდაობენ. მათ არც ილეთების გაკეთება უჭირთ და ტაქტიკურადაც სწორად ირჯებიან. ამ ყველაფრის მერე არცაა გასაკვირი, ასეთ შედეგებს რომ აღწევენ.

ერთი სიტყვით, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მშვენიერი ცვლა ეზრდება. მთავარია, მათ მომავალშიც სწორი მიმართულება მივცეთ. თუმცა, რაღა მომავალში - სწორედ ამ გუნდის წევრი იყო და სილაგაძის ხელმძღვანელობით გახდა ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66), რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მესამეპრიზიორი.

ჩხარტიშვილმა ტურნირი ძლევამოსილად დაიწყო და გერმანელ ალექსანდერ გინცს 8:2 მოუგო, იტალიელ ჯასოპო სანდრონს - 4:2. ნახევარფინალში საკმაოდ დაძაბული პაექრობა მოუგო ყირგიზ ნუზუპბეკ ტოპჩუბაევს - 9:8, ფინალში კი 3:2 სძლია იაპონელ იო ნამბას. ის გუნდის დებიუტანტია, თუმცა ეს სეზონი მისთვისაც ძალიან წარმატებულია - წლეულს ევროპის მესამეპრიზიორიც გახდა.

ზოიძემ ერთი შეხვედრით მეტი ჩაატარა - საკვალიფიკაციო ტურნირიდანვე ჩაება, სადაც ლიტველ კრისტუპას სლეივას 6:4 მოუგო. ამის შემდეგ ორჯერ წმინდად იმარჯვა - ბრაზილიელ ჟოისონ დე ბრიტო რამოს ჟუნიორთან 12:4 და ეგვიპტელ მოჰამედ იბრაჰიმ ელსაიედთან - 11:1. ნახევარფინალში ირანელ მოჰამედ ჰოსეინ მორად ელიასთან 7:5 მოიგო, ფინალში კი ყაზახ კაჰარმან კისიმეტოვს 5:1 სძლია.

პატარიძეს ჯერ კიდევ შარშან შეარქვეს "ახალგაზრდა ლომი" და მას შემდეგ ამართლებს ამ ტიტულს. ახლაც ლომივით იბრძოლა, რასაც სათავე მერვედფინალში დაუდო, როცა ირანელ ამინ მოჰამედზამან მირზაზადეს 4:1 სძლია. აზერბაიჯანელ გამზათხან ისრაპილოვს და უნგრელ ფერენც ალმასის წმინდად აჯობა, შესაბამისად, 8:0 და 9:0. ფინალში კიდევ უფრო დამაჯერებლად და წლეულს უკვე მეორედ დაამარცხა თურქი ევროპის მესამეპრიზიორი ოსმან კენან ილდირიმი - 10:0, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალშიც მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

31 აგვისტოს ჩვენი ოთხეულიდან მხოლოდ გურამ ხეცურიანი (84) დამარცხდა - პირველ შეხვედრაში ხორვატი ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ივან ჰუკლეკი 9:0 კი დაამარცხა, მაგრამ მოულოდნელად წააგო ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარასთან - 1:3. აზარა ნახევარფინალამდე კი მივიდა და ჩვენებურსაც ერთი ნაბიჯი აშორებდა სანუგეშო წრემდე, მაგრამ ალჟირელი დამარცხდა.

ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი
55 კგ.
1. დავით ჩხარტიშვილი (საქართველო); 2. იო ნამბა (იაპონია); 3. ნუზუპბეკ ტოპჩუბაევი (ყირგიზეთი), მეისამ კარამალი დალკანი (ირანი).

66 კგ.
1. რამაზ ზოიძე (საქართველო); 2. კაჰარმან კისიმეტოვი (ყაზახეთი); 3. ისლამბეკ დადოვი (აზერბაიჯანი), მოჰამედ იბრაჰიმ ელსაიედი (ეგვიპტე).

84 კგ.
1. ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი); 2. ალი ცენგიზი (თურქეთი); 3. არმან იავარ ალიზადეჰ აბდევალი (ირანი); 10. გურამ ხეცურიანი (საქართველო).

120 კგ.
1. ზვიად პატარიძე (საქართველო); 2. ოსმან კენან ილდირიმი (თურქეთი); 3. ფერენც ალმასი (უნგრეთი), ედგარ ხაჩატრიანი (სომხეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
და, კახელები რას ჭიდაობენ საერთოდ? კლასიკური არ მოსწონთ, კარგი. უფროსების ძიუდოს ნაკრებში რამდენია კახელი? მარტო ლევან მატიაშვილი.. ან თავისუფლებში? იქაც ორიოდე. კახეთში გვარიანად წაიკოჭლებს ჭიდაობა უკვე. არადა, ლეგენდარული ფალავნები ჰყავდათ.ჯერ მარტო თედიაშვილი რად ღირს..
levani56-ს
03 სექტემბერი 2016 01:52
0
აფერისტები ჭიდაობა ამიტომ კახელები არ მიდევენ ამ სახეობას
levani56
02 სექტემბერი 2016 11:57
0
ეროვნული აკრების მწვრთნელობა გადაბარონ ამ სილაგაძეს. რრას გავდა ჩვენი ნაკრები ოლიმპიადაზე რა იყო ეს. წარუმატებლობაზე პასუხს არავინ აგებს ზიან უმად და ისევ ირებენ დაუმსახურებელხელფასებს
gamoaqveyneT
02 სექტემბერი 2016 07:15
0
მთავარია დარჩიას ხელში არ ჩავარდდნენ!საცოდაობაა ეს თაობა რო დაიკარგოს, სილაგაძე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი უნდა გადაყვეს უფროსებში დარჩია უნდა შეიცვალოს!
giorgi
01 სექტემბერი 2016 17:48
0
გაიხარეთ მართლაც ქართველო ლომებო, სულ ასე და წინ
dato
01 სექტემბერი 2016 14:53
0

ახლა უნდათ ამათ ს ე რ ი ო ზ უ ლ ი ყურადღება,რომ თავში არ აუვარდეთ და წყალს არ გაატანონ ნიჭი !!!

უპასუხიმგებლოდ არ მოეკიდონ ვარჯისებს !!!
(რაც დაემართა ქაჯაიას და სხვა ძლიერ ახალგაზერდებს!)
ისინი გ ა ხ დ ე ბ ი ა ნ ოლიმპიური ჩემპიონები !
glaxuna
01 სექტემბერი 2016 13:37
0
მეტი რაღა უნდა დაამტკიცოს ჭიდაობამ!? დააფინანსეთ ბავშვთა ჭიდაობა რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი აღიზარდონ თბილისში და საქართველოში.
გმირი ოლიმპიელი
01 სექტემბერი 2016 12:36
0
წესით ამ ბიჭებმა მომდევნო ოლიმპიადა კი უნდა იჭიდავონ
qomagi
01 სექტემბერი 2016 10:43
0
ლომები ხართ!
aleqsandre
01 სექტემბერი 2016 10:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული