დღეს თბილისში სტარტს ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს

AutoSharing Option
დღეს, 13 სექტემბერს, თბილისში მორიგი დიდი ტურნირი აიღებს სტარტს - მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის, რომელიც სპორტის ახალ სასახლეში გაიმართება.

მასში თავდაპირველად  "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან, რომელთაგანაც დღეს 50, 54, 58, 63 და 100 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, 42, 46, 69, 76 და 85 კილოგრამების მოზარდები კი ხვალ მოსინჯავენ ძალებს.

ჩემპიონატში 50 ქვეყანა მონაწილეობს, თუმცა, რატომღაც, არ ჩამოდიან ფრანგები. საქართველო სამივე დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას, ანუ ჩვენები იჭიდავებენ ბიჭებშიც და გოგონებშიც. ოღონდ ბიჭებში თუ სრულად დაკომპლექტებული გუნდებით გამოვალთ, გოგონებში მხოლოდ ოთხი მონაწილე გვეყოლება.

ბერძნულ-რომაული
ნაკრები

42 კგ. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი), 46 კგ. დავით ფუტკარაძე (აჭარა), 50 კგ. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი), 54 კგ. ლერი აბულაძე (აჭარა), 58 კგ. ირაკლი ძიმისტარაშვილი (ოზურგეთი), 63 კგ. ქერიმ მაჩალიკაშვილი (ახმეტა), 69 კგ. ლევან გოგუა (აჭარა), 76 კგ. ლუკა ხუციშვილი (გარდაბანი), 85 კგ. გიორგი ქაცანაშვილი (გარდაბანი), 100 კგ. საბა ცეცხლაძე (ოზურგეთი)
მთავარი მწვრთნელი: დავით ბედინაძე

გოგონები
40 კგ. გულიკო არუთინიანი, 43 კგ. მარიამ კარელიძე, 46 კგ. თამუნა სამხარაძე, 52 კგ. თამარ ხოჯაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ გუჩაშვილი

"თავისუფალთა" ნაკრები
42 კგ. დიმიტრი სალდაძე (ქუთაისი), 46 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური), 50 კგ. თორნიკე ქათამაძე (აჭარა), 54 კგ. ამირან ვახტანგიშვილი (გორი), 58 კგ. გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური), 63 კგ. დანიელ მარქარაშვილი (კასპი), 69 კგ. გოგა მამიაური (თბილისი), 76 კგ. მირიან მაისურაძე (ონი), 85 კგ. სიმონ ოსკანიანი (ქარელი), 100 კგ. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქალების ჭიდაობა ლოგინში.
გიჟუა
02:54 14-09-2016
0
წარმატებები ბიჭებს.
dato
11:10 13-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული